logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელს მოდერატორობას BBC-ს მსოფლიოს ახალი ამბების წამყვანი აარონ ჰესელჰარსტი გაუწევს
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელს მოდერატორობას BBC-ს მსოფლიოს ახალი ამბების წამყვანი აარონ ჰესელჰარსტი გაუწევს
18:46 18.10.2019
მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელს „მომგებიანი ვაჭრობა” მოდერაციას გაუწევს BBC-ს მსოფლიოს ახალი ამბების წამყვანი, ცნობილი ჟურნალისტი აარონ ჰესელჰარსტი. ის მრავალი ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი და BBC World News TV- ის ერთ-ერთი მთავარი სახეა.

2002 წლის თებერვლიდან აარონ ჰესელჰარსტი BBC-ის ბიზნეს-საინფორმაციო წამყვანია. 2017 წლის მაისში მან საკუთარი შოუ წამოიწყო სახელწოდებით „საუბრები ბიზნესზე აარონ ჰესელჰარსტთან“ (Talking Business with Aaron Heslehurst). ეს არის ნახევარსაათიანი, ძალიან დინამიური, საინტერესო და ინფორმაციული საერთაშორისო გადაცემა, რომელიც ყოველდღე 100 მილიონზე მეტ მაყურებელს ითვლის მსოფლიოს მასშტაბით.

აარონ ჰესელჰარსტი წამყვან აღმასრულებელ დირექტორებთან ინტერვიუებს მარტივი ენით წარმართავს და მაყურებელს აწვდის ინფორმაციას უახლეს ინოვაციებზე, ტექნოლოგიების მიმართულებით. მუშაობს სხვადასხვა სფეროებში მიმდინარე სიახლეებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის. მათ შორის: შიდა და საერთაშორისო კორპორატიულ, გლობალური ფინანსების, საერთაშორისო საკვების ფასების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

მას ინტერვიუები აქვს ჩაწერილი მსოფლიოს უმსხვილეს კორპორატიულ ლიდერებთან და, ასევე, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროკავშირისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებთან. ჟურნალისტის ინტერესის ძირითად სფეროს საავიაციო ინდუსტრია წარმოადგენს და, შესაბამისად, მისი რესპონდენტების სიაში უმსხვილესი და წამყვანი ავიაკომპანიების მრავალი ლიდერია.

2009 წელს, აარონ ჰესელჰარსტი დაჯილდოებულ იქნა „ინდუსტრიაში წლის საუკეთესო კომენტატორი“ -ის წოდებით, „Daily Telegraph Wealth Management Awards” - ის მიერ.

BBC World News-ში მუშაობის დაწყებამდე, ის NBC America-ის კოპენჰაგენში მდებარე დანიის ფილიალის, CNBC Nordic-ის უფროსი საინფორმაციო წამყვანი იყო. ასევე იყო Paramount Pictures-ის ევროპის ბიუროს და ამერიკის Real TV News-ის უფროსი, შემდეგ კი ლონდონის ფილიალის ახალი ამბების უფროსი.

აარონი ჰესელჰარსტი ავსტრალიის ქალაქ სიდნეის მკვიდრია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა