logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილე: გვაქვს მოლოდინი, რომ გავაგრძელებთ  იმ ღონისძიების მხარდაჭერას, რომელიც გადადგმული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ  ცხოვრების სტანდარტების ასამაღლებლად
სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილე: გვაქვს მოლოდინი, რომ გავაგრძელებთ იმ ღონისძიების მხარდაჭერას, რომელიც გადადგმული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ ცხოვრების სტანდარტების ასამაღლებლად
16:18 18.10.2019
გვაქვს მოლოდინი, რომ გავაგრძელებთ ეკონომიკურ რეფორმებს, ყველა იმ ღონისძიების მხარდაჭერას, რომელიც გადადგმული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტების ასამაღლებლად, - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ, ტაო ჟენგმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან გამართულ შეხვედრაზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართული მოლაპარაკებებისას, მხარეებმა განიხილეს სსფ-ის პროგრამის მიმდინარეობა საქართველოში, იმსჯელეს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე, მიმოიხილეს რეფორმების დინამიკა.

„ძალიან პროდუქტიული დისკუსია მქონდა საქართველოს დელეგაციასთან, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ხელმძღვანელობენ. მისასალმებელია ის მიღწევები, რომელიც ქვეყანაში მოხდა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ეკონომიკა გაიზარდა, გახდა უფრო მოქნილი ბოლო წლების განმავლობაში, რაც აისახა სტაბილურ და სოლიდურ ეკონომიკურ ზრდაში. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ კონსტრუქციული და პროდუქტიული ურთიერთობით, რომელიც არსებობს საერთაშორისო სავალუტო ფონდს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს მოსახლეობას შორის“, - განაცხადა სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილემ ტაო ჟენგმა.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა