logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
15:58 18.10.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების" (მგვ) შესახებ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ნარჩენების მართვის სექტორის რეფორმის მხარდაჭერა“ ფარგლებში შემუშავებულ ტექნიკური რეგლამენტების პროექტებს და მათზე დაკისრებულ სამომავლო ვალდებულებებს გაცნობოდნენ.

ტექნიკური რეგლამენტების პროექტები შეფუთვის ნარჩენების, ზეთების, აკუმულატორებისა და ბატარეების, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებების, ელექტრონული მოწყობილობების და საბურავების ნარჩენების მართვას მოიცავს და მწარმოებლებისათვის ეროვნული რეესტრის შემუშავებას ისახავს მიზნად.

„მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულება არის გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიდგომა, რომლის მიხედვითაც გარკვეული პროდუქციის მწარმოებლები და იმპორტიორები პასუხისმგებელნი იქნებიან როგორც ნარჩენებზე, რომლებიც წარმოიქმნება მათი პროდუქციის გამოყენების შემდეგ, ასევე, ამ ნარჩენების მართვის ფინანსურ უზრუნველყოფაზე.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვა საქართველოს გარემოსდაცვით სფეროში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რაშიც ევროკავშირი საქართველოს აქტიურად ეხმარება“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ნარჩენების მართვის სექტორის რეფორმის მხარდაჭერა“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტის მიზანია ცირკულარული ეკონომიკის, ნარჩენების პრევენციის, ხელახალი გამოყენების, აღდგენის, რეციკლირებისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის ხელშეწყობა.

პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ნარჩენების მონაცემთა ბაზისა და რეესტრის შექმნას.
ტექნიკური რეგლამენტების პროექტების განხილვა დაგეგმილია როგორც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, ისე ყველა დაინტერესებულ ბიზნესჯგუფთან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა