logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიური კონფერენციის გამარჯვებულად შემოსავლების სამსახური დასახელდა
საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიური კონფერენციის გამარჯვებულად შემოსავლების სამსახური დასახელდა
19:31 17.10.2019
საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) საგადასახადო კანონმორჩილების ტექნოლოგიური გადაწყვეტის საკითხისადმი მიძღვნილი წლიური კონფერენციისა და ტექნოლოგიური გამოფენის გამარჯვებულად, მონაწილეების ხმის მიცემის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დასახელდა. კერძოდ, ყველაზე მოწონებული ციფრული გადაწყვეტილება - უბნის საგადასახადო ოფიცერთა აპლიკაცია აღმოჩნდა.

უბნის საგადასახადო ოფიცრის მომსახურების სერვისი ორიენტირებულია სამართალდარღვევათა პრევენციაზე, საგადასახადო კულტურის ამაღლებაზე, გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო პროცედურების გამარტივებაზე და მონაცემთა ბაზის მუდმივ განახლებაზე. აპლიკაცია სარეკომენდაციო ხასიათისაა, გადამხდელს აფრთხილებს მოსალოდნელ შედეგებზე და ხარვეზის აღმოსაფხვრელად 2 სამუშაო დღეს სთავაზობს. ასევე, აღსანიშნავია, რომ უბნის საგადასახადო ოფიცერს აქვს შესაძლებლობა, პლანშეტური კომპიუტერის საშუალებით, გადამხდელს აღმოუჩინოს ტექნიკური დახმარება დეკლარაციების/გაანგარიშებების შევსებაში, ზედნადების გამოწერასა და საჩივრების გაგზავნაში.

ორი დღის განმავლობაში თბილისში მიმდინარე საერთაშორისო IT გამოფენაზე მსოფლიოში ცნობილ საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიებს, შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ 50 უახლესი პროგრამული პროდუქტი და ემსჯელათ სხვადასხვა ქვეყნის საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის ერთობლივი პროექტების შემდგომ განვითარებაზე. სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისი ჰოტელში“ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიური კონფერენცია და IT გამოფენა დღეს ოფიციალურად დაიხურა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა