logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საავიაციო ინგლისური ენის ცოდნის დონის განსაზღვრის საკითხებზე თბილისში ICAO-ს რეგიონალური სემინარი გაიმართა
საავიაციო ინგლისური ენის ცოდნის დონის განსაზღვრის საკითხებზე თბილისში ICAO-ს რეგიონალური სემინარი გაიმართა
17:24 17.10.2019
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონალური ბიუროს ეგიდით და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მასპინძლობით, სასტუმრო „რედისონში“ საავიაციო ინგლისური ენის ცოდნის დონის განსაზღვრის საკითხებზე რეგიონალური სემინარი გაიმართა. ღონისძიებას თხუთმეტი ქვეყნის ორმოცამდე დელეგატი, მათ შორის საავიაციო ხელისუფლებების, საავიაციო სასწავლო დაწესებულებების, ICAO-ს და IATA-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამდღიანი (14-16 ოქტომბერი) სემინარის ფარგლებში, რომელსაც საავიაციო ინგლისურის საერთაშორისო ასოციაციის (ICAEA) წამყვანი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ, მონაწილეები გაეცნენ იმ საერთაშორისო სტანდარტებს და თანამედროვე მიდგომებს, რომლებიც პროფესიული ინგლისური ენის ცოდნის დონის განსაზღვრისათვის გამოიყენება. სწავლება ითვალისწინებდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ჰარმონიზებული ტესტების შემუშავება და შესაბამისი მეთოდოლოგიის დახვეწა, სარადიოტელეფონო კავშირი პილოტებსა და საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეებს შორის, ადამიანური ფაქტორით გამოწვეული საავიაციო შემთხვევები და ა.შ. სემინარის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

2003 წლიდან, ICAO-ს მიერ დადგენილია საავიაციო ინგლისურის ცოდნის სტანდარტები და კრიტერიუმები. სარადიოტელეფონო კავშირის წარმოებაში ჩართული პილოტებისა და საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეებისათვის მოთხოვნების დაწესება აუცილებელი გახდა, რათა მინიმუმამდე დაყვანილიყო ადამიანური ფაქტორით გამოწვეული იმ საავიაციო შემთხვევების რაოდენობა, რომელშიც განმსაზღვრელი იყო ჰაერში კომუნიკაციისას დაშვებული გაუგებრობა (misunderstanding). ინგლისური ენის ცოდნის დონის განსაზღვრისათვის აუცილებელ ტესტირებას ახორციელებენ სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებები, რომლებსაც სათანადო უფლებამოსილება მოპოვებული აქვთ სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლებებისგან.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან, ძალაშია საავიაციო რადიოკავშირისა და ფრაზეოლოგიის გამოყენების ახალი წესი (საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის N595 დადგენილება), რომელიც შემუშავებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ და მისი მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესება და სარადიოტელეფონო კავშირის დროს წამოჭრილი შესაძლო გაუგებრობების მინიმუმამდე დაყვანა სტანდარტული ფრაზეოლოგიის გამოყენების ვალდებულებების დანერგვის გზით. ნორმატიული აქტი შეესაბამება ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-10 დანართის მე-2 ტომით განსაზღვრულ მოთხოვნებს და შესაბამის სახელმძღვანელოში აღწერილ პროცედურებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა