logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: გარკვეულ ჯგუფებსა და პოლიტიკოსებს არ მოსწონთ ჩვენი რეფორმები და ორკესტრირებული შავი პიარით ცდილობენ ყალბი ინფორმაციების გავრცელებას
ნათია თურნავა: გარკვეულ ჯგუფებსა და პოლიტიკოსებს არ მოსწონთ ჩვენი რეფორმები და ორკესტრირებული შავი პიარით ცდილობენ ყალბი ინფორმაციების გავრცელებას
12:57 17.10.2019
„გარკვეულ ჯგუფებსა და პოლიტიკოსებს არ მოსწონთ ჩვენი მთავრობის, ჩვენი ეკონომიკური გუნდისა და ჩვენი სამინისტროს მიერ განხორციელებული ბევრი რეფორმა, რომელიც, საბოლოო ჯამში, იწვევს მეტ კონკურენციას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ ეს გარკვეული ჯგუფები და პოლიტიკოსები ავრცელებენ ისეთ ყალბ ინფორმაციებს, როგორც არის ეკონომიკის მინისტრის მიერ პოსტის დატოვება.

როგორც ნათია თურნავამ ამ საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია იმდენად არასერიოზული პოლიტიკოსების მხრიდან გავრცელდა, რომ არც იმსახურებს სერიოზულ პასუხს, ვინაიდან ეს იყო კლასიკური შავი პიარის და ფეიკ ნიუსის ნიმუში.

მისივე თქმით, სასურველია ასეთ შემთხვევებში მედიამ გავრცელებამდე კარგად გადაამოწმოს, თუ რამდენად სანდო არიან მათი რესპოდენტები.

„ამაზე არც კი გავაკეთებდი სერიოზულ კომენტარს, იმდენად არასერიოზული სახეები ჩანდა, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ამ ჯგუფებს როგორც ჩანს, გარკვეული მოტივაცია გააჩნიათ, ვინაიდან ეს იყო ძალიან ორკესტრირებული, შავი პიარის ნიმუში, რაც განხორციელდა ჩემთან მიმართებაში. ვრცელდებოდა სრულიად ცრუ გადამოუწმებელი ინფორმაცია, რასაც ერთი რამით ვხსნით - ჩვენი მთავრობა, ეკონომიკური გუნდი, ჩვენი სამინისტრო ახორციელებს ძალიან ბევრ რეფორმას. ეს რეფორმები საბოლოო ჯამში იწვევს მეტ კონკურენციას და არსებობს გარკვეული ჯგუფები, ვისაც ეს არ მოწონს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, რომ ჩვენს ცაზე გამოჩნდა ამდენი ახალი ავიაკომპანია, გამოჩნდა „რაინეარი“, გამოჩნდა „ვიზეარის“ გაორმაგებული მიმართულებები და შეიძლება ვიღაცა მისტირის იმ პერიოდს, როდესაც ცა მონოპოლიზირებული იყო.

„ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, რომ ჩვენი ენერგეტიკული რეფორმების შედეგად ისევ მოხდა დერეგულირება, ბაზრის გახსნა და არის მეტი კონკურენცია. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბიზნესი ისევ თავისუფალია და არის მეტი კონკურენცია, იმიტომ, რომ სხვა პირობებშია შეჩვეული ბიზნესის კეთებას. ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ არანაირი შავი პიარი, არანაირი ფეიკ ნიუსი, არანაირი შანტაჟი არ გადაგვახვევინებს ამ პრინციპებისგან, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ საქართველოს კეთილდღეობა ამაღლდეს და ადამიანები იყვნენ უფრო კმაყოფილებები. ჩვენი ოპონენტები ვერ ეღირსებიან ჩვენი ინსტიტუტების შერყევას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა