logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მსოფლიო ბანკი რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოსთან თანამშრომლობას გააგრძელებს
მსოფლიო ბანკი რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოსთან თანამშრომლობას გააგრძელებს
12:37 17.10.2019
მსოფლიო ბანკი დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას და აღნიშნავს, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული რთული ვითარებისა, ქვეყანა განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას, - ამის შესახებ ბანკის ვიცე-პრეზიდეტმა სირილ მიულერმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან შეხვედრისას განაცხადა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართული მოლაპარაკებებისას, მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა, მთავრობის რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ფინანსთა მინისტრმა და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმ პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც გზების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, რეგიონული და მუნიციპალური განვითარების მიმართულებით მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები, ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard&Poor's"-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ქართულ მხარეს მიულოცა ახლახან, მსოფლიო ბანკის 2019 წლის კვლევაში - „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ მიღწეული წარმატება და აღნიშნა, რომ ამ მონაცემებით, საქართველო ტოპ რეფორმატორ ქვეყნებს შორის მოხვდა.

ასევე ,განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და განათლების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებიც მსოფლიო ბანკის შეფასებით, ხელს შეუწყობს საქართველოში ინოვაციებისა და პროდუქტიულობის ზრდას.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო და მსოფლიო ბანკი გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა