logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: აგრო ტურიზმის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა
ეკატერინე მიქაბაძე: აგრო ტურიზმის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა
19:08 15.10.2019
"აგრო ტურიზმი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და აუცილებელია სამომავლოდ ერთიანი ძალებით მისი იდენტიფიცირება, პოპულარიზაცია და განვითარება. მნიშვნელოვანია მდიდარი სასოფლო-სამეურნეო რესურსების მდგრადი გამოყენება, მეტი ოჯახის დაინტერესება და აქტიური ჩართულობა ამ ბიზნესში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ შეხვედრაზე, რომელზეც საქართველოში აგრო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს.



შეხვედრა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN ჭომენ ორგანიზებით გაიმართა.



ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და სწრაფად მზარდი სექტორია. "ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ კერძო ინიციატივებს, რათა მათ განავითარონ არსებული და შექმნან ახალი ტურისტული პროდუქტები. გარდა ამისა, ჩვენი ტურისტული სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვა და ექსკლუზიური და მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება. ერთ-ერთ ასეთ ტურისტულ მიმართულებად აგრო ტურიზმი განიხილება, სადაც ჩვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. მისი თქმით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ასევე, მომსახურების გასაუმჯობესებლად, რეგიონებში ტრენინგები სისტემატურად ტარდება.



"აგრო ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მკაფიო კოორდინაცია როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის, ისე სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ პროგრამებს შორის, რათა უფრო მიზნობრივი, ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული გახდეს ხელშეწყობა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილის განცხადებით, თავისი შინაარსის მიხედვით და საქართველოში არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით აგრო ტურიზმი ნამდვილად არის ძალიან მაღალი ინკლუზიურობის მატარებელი, მისი განვითარება რეალურად მისცემს რეგიონებში მოსახლეობის ფართო მასებს შესაძლებლობას, ჩაერთონ ეკონომიკურ აქტივობაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა