logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქუთაისში სამეწარმეო რეესტრის ახალი ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია გაიმართა
ქუთაისში სამეწარმეო რეესტრის ახალი ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია გაიმართა
16:18 15.10.2019
სამეწარმეო რეესტრის ახალი ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია, ბათუმის, ზუგდიდის, თბილისისა და გორის შემდეგ, ქუთაისის იუსტიციის სახლში გაიმართა. ადგილობრივ მეწარმეებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურებსა და გამარტივებულ ელექტრონულ სერვისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სერვისებით, როგორიცაა განცხადებების შეტანა სუბიექტის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების, სუბიექტის რეორგანიზაციის, რეგისტრაციის გაუქმების, ამონაწერის განახლების, ინფორმაციის მიღებისა და სხვა მოთხოვნებით სარგებლობა დაინტერესებულ პირებს პორტალ www.my.gov.ge მეშვეობით, ონლაინ შეუძლიათ.

შპს-ს პარტნიორებს კი რეესტრი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, პარტნიორთა კრებები ელექტრონულ სივრცეში მოიწვიონ, ჩაატარონ და გადაწყვეტილებები მიიღონ, ელექტრონულ დოკუმენტზე კი ხელმოწერები ელექტრონულადვე განახორციელონ.

პორტალზე ხელმისაწვდომი მომსახურებები შინაარსის მიხედვით არის დაჯგუფებული, რაც მომხმარებელს სასურველი მომსახურების არჩევასა და მისით სარგებლობას უადვილებს.

ინტერნეტრესურსების გამოყენების შესახებ ინსტრუქციასთან ერთად, საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა შეხვედრის მონაწილეებს სააგენტოს მიერ შემუშავებული ნიმუშებიც გააცნეს, რომლებიც საჯარო რეესტრის ვებგვერდზეა ნაპრ.გოვ.გე/პოლ წარმოდგენილი. პრეზენტაციაზე მეწარმეებს ის უპირატესობები განემარტათ, რაც ელსერვისების მოხმარებას თან ახლავს. ასევე, საინფორმაციო ბუკლეტები და ID ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობები გადაეცათ, რომლითაც ონლაინ სერვისების მოხმარებისას, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა შესაძლებელი.

ელექტრონული სერვისები, მომხმარებლის დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხს ზრდის და ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს.სამეწარმეო რეესტრის ახალი ელექტრონული სერვისების შესახებ საინფორმაციო კამპანია GIძ-გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა