logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ზურაბ ლალაზაშვილი: შეიძლება დასაქმებულებზე ზრუნვის საბაბით მათი მდგომარეობა პირიქით გავაუარესოთ
ზურაბ ლალაზაშვილი: შეიძლება დასაქმებულებზე ზრუნვის საბაბით მათი მდგომარეობა პირიქით გავაუარესოთ
14:33 15.10.2019
"აუცილებელია დასაქმებულთა უფლებების დაცვა, ეს არის ამოსავალი წერტილი, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანია გავაკეთოთ შეფასება, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კანონმდებლობის ამ ფორმატით მიღებამ ,მათ შორის დასაქმებულებზე. ჩვენ შეიძლება დასაქმებულებზე ზრუნვის საბაბით მათი მდგომარეობა პირიქით გავაუარესოთ",- ამის შესახებ კომპანია BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, შეიძლება რაღაც რეგულაცია კარგად მუშაობს ევროკავშირში, მაგრამ ჩვენთვის ეს რელევანტური არ იყოს, გამომდიანარე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და ბიზნესის განვითარების დონიდან


,,პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აუცილებელია დასაქმებულთა უფლებების დაცვა, ეს არის ამოსავალი წერტილი, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანია გავაკეთოთ შეფასება,რა გავლენა შეიძ₾ება მოახდინოს კანონმდებლობის ამ ფორმატით მიღებამ ,მათ შორის დასაქმებულებზე. ჩვენ შეიძლება დასაქმებულებზე ზრუნვის საბაბით მათი მდგომარეობა პირიქით გავაუარესოთ. გამომდიანარე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და ბიზნესის განვითარების დონიდან, შეიძლება რაღაც რეგულაცია კარგად მუშაობს ევროკავშირში, მაგრამ ჩვენთვის ეს რელევანტური არ იყოს. ამ ყველაფერს უნდა კარგი ანალიზი. სხვადასხვა დარგის მიხედვით უნდა მოხდეს შეფასება. ზოგიერთ დარგში განსაკუთრებით აქტუალურია დასაქმებულის უფლებები, ზოგიერთ დარგში ნაკლებად რელევანტური, რათა დასაქმების ბაზარი იყოს კონკურენტუნარიანი. მაგალითად, ბიზნესი ავიღოთ. ჩვენს ბიზნესში საკმაოდ კონკურენტუნარიანია ბაზარი და კადრების მოძიება, სიმართლე რომ ითქვას ჭირს კიდეც. ამ ,,ქეისს" სხვანაირად უნდა შევხედოთ და ისეთ დარგს, სადაც ბევრია მიწოდება, ბევრი შეიძლება იყოს დასაქმების მსურველი და იყოს ცოტა სამუშაო ადგილი, სხვანაირი მიდგომა უნდა",- განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.


როგორც BDO-ს მმართველი პარტნიორი აღნიშნავს, კარგად უნდა შეფასდეს რა გავლენას მოახდენს შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები დასაქმებულებზე და ქვეყნის ეკონომიკაზე


,,საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი კანონმდებლობამ გაითვალისწონოს. ამაში ორი აზრი არ არსებობს - ვგულისხმობ უსაფრთხოებას, ანაზღაურებას, ღირსეულ სამუშაო პირობებს და ასე შემდეგ. ეს შეიძლება გავაკეთოთ ეტაპობრივად, ქვეყნის განვითარების და ეკონომიკის განვითარების შესაბამისად. ამ ყველაფრის წინ უნდა იყოს კანნონმდებლობის შეფასება, ამომწურავი ანალიზი, თუ რას მოგვცემს ამა თუ იმ რეგულაციის შემოღება, რა გავლენას მოახდენს დასაქმებულებზე და ქვეყნის ეკონომიკაზე. რეგულაციის გავლენის შეფასება ე.წ. ღIA RIA (REGULATORY IMPACT ASSESSMENT) ჩვენს ქვეყანაშიც გაკეთებულა სხვადასხვა საკანონმდებლო აქტზე. აქაც იგივე უნდა მოხდეს - გაზრდის ეს ეკონომიკას, შეამცირებს, გააუმჯობესებს თუ გააუარესებს დასაქმებულების უფლებებსა და პირობებს, ანაზღაურების ოდენობას და ასე შემდეგ",- აცხადებს ზურაბ ლალაზაშვილი




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა