logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანდრია გვიდიანი: შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების ინიციატივა ბიზნესთან სახიფათო თამაშია
ანდრია გვიდიანი: შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების ინიციატივა ბიზნესთან სახიფათო თამაშია
13:06 15.10.2019
საქართველოს შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ინიციატივასთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინიციატივა არის მოქალაქეებსა და კერძო ბიზნესს შორის ურთიერთობებში უხეში ჩარევა, რაც მნიშვნელოვნად დააზარალებს კერძო ბიზნესის ინტერესებს.

"შრომის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების ინიციატივა ბევრ ნაკლოვანებებს შეიცავს და მისი შემოთავაზებული ფორმით მიღება კატეგორიულად მიუღებელია. აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, მოქალაქეებსა და კერძო ბიზნესს შორის ურთიერთობებში ხდება უხეში ჩარევა. შესაბამისად, ვთვლი, რომ მსგავსი ცვლილებები იქნება მნიშვნელოვანი მუხრუჭი კერძო ბიზნესის განვითარებისთვის. მინდა ყველა კანონმდებელს შევახსენო, რომ საქართველო ადგას თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის გზას და, ბუნებრივია, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ამ პრინციპების საწინააღმდეგოა, სერიოზულად არც უნდა განიხილებოდეს", - განაცხადა გვიდიანმა.

მისივე აზრით, ეკონომიკის განვითარების მთავარ საფუძველს ძლიერი ბიზნესი წარმოადგენს და ყველა ინიციატივა თუ კანონი ამ ღირებულებაზე უნდა იყოს მორგებული.

"ერთი რამ კარგად უნდა გვახსოვდეს - ძლიერი ქვეყანა დგას ძლიერ ეკონომიკაზე, ხოლო საკუთრივ ძლიერი ეკონომიკა დგას ძლიერ ბიზნესსზე. შესაბამისად, კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც სხვადასხვა რეგულაციებით თუ კანონებით გაუაზრებლად ხდება ბიზნესთან სახიფათო თამაში. იმედს ვიტოვებ, აღნიშნული ინიციატივა, რომელიც, საბედნიეროდ, საკანონმდებლო ორგანოში არც კი დარეგისტრირებულა, რეალობა არ გახდება და მხოლოდ ინიციატივად დარჩება", - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა