logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და გაეროს ქალთა ორგანიზაცია აგროტურიზმში საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ კონსულტაციებს მართავენ
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და გაეროს ქალთა ორგანიზაცია აგროტურიზმში საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ კონსულტაციებს მართავენ
19:31 14.10.2019
15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და გაეროს ქალთა ორგანიზაცია აგროტურიზმში საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ კონსულტაციებს გამართავენ.
ღონისძებას, ორგანიზატორებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების — "აწარმოე საქართველოში" და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრაზე ასევე მოწვეულები არიან აგროტურიზმში ჩართული, სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალები. მონაწილეები აგროტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელებენ.
აგროტურიზმი საქართველოში კანონმდებლობით არ რეგულირდება. ახალი საკანონმდებლობო ინიციატივა მიზნად ისახავს რეგიონებში ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზების წახალისებას, ქვეყნის აგროტურიზმის პოტენციალის პოპულარიზაციას, მცირე და საშუალო საოჯახო სასტუმროების განვითარებასა და ამ სფეროში დასაქმებული მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. ამას გარდა, საკანონმდებლო რეგულაციები სხვადასხვა უწყების კოორდინირებულ თანამშრომლობასაც შეუწყობს ხელს.
საქართველოში აგროტურიზმის სფეროში ძირითადად ქალები არიან დასაქმებულები. მათი ნაწილი ჩართულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტში "ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში", რომელიც ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ხორციელდება. საკანონმდებლო ინიციატივის საჭიროებაც სწორედ ამ პროექტის მონაწილე ქალებთან მუშაობის შედეგად გამოიკვეთა.
პროექტი "ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში" ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
ნათია მსხილაძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია: ნმსკჰილადზე@გფა.ორგ.გე; 591 05 19 05
გვანცა ასათიანი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია: გვანტსა.ასატიანი@უნწომენ.ორგ; 599 51 73 71

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა