logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი პერტაია S&P -ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებაზე: კომპანიის დასკვნაში საქართველოს ეკონომიკა პოზიტიურად არის შეფასებული
გიორგი პერტაია S&P -ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებაზე: კომპანიის დასკვნაში საქართველოს ეკონომიკა პოზიტიურად არის შეფასებული
14:48 12.10.2019
"S&P"-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება ცალსახად კარგი ამბავია როგორც ქართველი ბიზნესმენებისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს მიერ სტაბილური განვითარების, შემოსავლების ზრდის, ექსპორტის დივერსიფიცირების შემთხვევებში კომპანია კვლავ გადახედავს ქვეყნის სუვერენულ რეიტინგს მისი გაუმჯობესების მიმართულებით," - განაცხადა სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია "S&P"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, "BB"-მდე გაზარდა, პროგნოზით "სტაბილური".

გიორგი პერტაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ასევე, დადებითადაა შეფასებული მთავრობის გადაწყვეტილებები, რომლებიც ემსახურება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას, ექსპორტის გაფართოებას და ინვესტიციების მოზიდვას. პოზიტიურადაა შეფასებული სახელმწიფოს მიერ გაწეული კაპიტალური ხარჯები და ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციები. ამასთან, სარეიტინგო სააგენტოს აქვს მოლოდინი, რომ ეს ღონისძიებები და ქმედებები მომავალშიც გაგრძელდება.

სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტის განცხადებით, კომპანიის დასკვნაში საქართველოს ეკონომიკა პოზიტიურად არის შეფასებული, მათ შორის, მისი მდგრადობა გარე და საშინაო შოკების მიმართ. მისი თქმით, კომპანიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ რუსეთის სანქციებს საჰაერო მიმოსვლაზე რუსეთსა და საქართველოს შორის ივლისსა და აგვისტოში ჰქონდა უარყოფითი გავლენა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე. თუმცა აღნიშნული ნეგატიური გავლენა იყო შეზღუდული, რამდენადაც უკავშირდებოდა მხოლოდ პირდაპირი ფრენების აკრძალვას და ასევე, არ მოჰყოლია სანქციები ქართული ღვინის ექსპორტსა და ფულად გზავნილებზე. რუს ვიზიტორებს შეუძლიათ ქვეყანას ესტუმრონ სახმელეთო გზით და არა პირდაპირი ფრენების საშუალებით. ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით არსებობს პირდაპირი ფრენების აღდგენის შესაძლებლობაც.

ამავე დროს, გიორგი პერტაია ყურადღებას ამახვილებს "S&P"-ის მიერ ნახსენებ ეკონომიკურ რისკებს, რომელთა შორისაა ეკონომიკური ზრდის შენელება რუსეთსა და თურქეთში, რომელიც რეცესიასთან ახლოსაა და მათი ვალუტების გაუფასურება. მისი თქმით, ამ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებმა შეიძლება გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს ჩვენს მიერ პროგნოზირებულ წინსვლაში. "ორივე ქვეყანა ჩვენ ძირითად სავაჭრო პარტნიორებს განეკუთვნება და ამ ქვეყნებში რაც ხდება, ჩვენს ეკონომიკაზეც აისახება.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა