logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: გერმანია და საფრანგეთი მხარს უჭერენ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებას
ივანე მაჭავარიანი: გერმანია და საფრანგეთი მხარს უჭერენ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებას
23:28 07.10.2019
გერმანია და საფრანგეთი მხარს უჭერენ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებას, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებს შორის ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან განაცხადა, ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, გერმანია და საფრანგეთი მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.

„ჩვენი თანამშრომლობა გერმანიასთან ხორციელდება რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), ხოლო საფრანგეთთან - საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) და PROPARCO-ს მეშვეობით. განვითარებისთვის თანამშრომლობაში გაწეული დროული და ეფექტური, ქვეყნის პრიორიტეტების შესაბამისი მხარდაჭერის გამო, თქვენ წარმოადგენთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორებს საქართველოსთვის“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა ხაზის გაუსვა ენერგეტიკის სექტორში გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობების მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის“ ფარგლებში KfW-სა და AFD-სგან დამატებით მიღებული ფინანსური რესურსი, ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებას.

„ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია გერმანიისა და საფრანგეთის მხარდაჭერა ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი რეფორმებისადმი. კერძოდ, KfW-სა და AFD დახმარებით მომზადდა და ხელი მოეწერა ოთხწლიან პროგრამას, რომლის ფარგლებშიც 2018 წელს გერმანიის მთავრობისაგან 49 მილიონი ევრო, ხოლო საფრანგეთის მთავრობისგან მივიღეთ 25 მილიონი ევრო. დღეს სწორედ ამ პროგრამის II ფაზის განხორციელებასთან დაკავშირებით, ხელს ვაწერთ ორ ხელშეკრულებას KfW-თან და AFD-თან, თითოეული - 60 მილიონი ევროს ოდენობით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მან მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და საფრანგეთს რესპუბლიკის მთავრობებს იმ თანადგომისთვის, რომელსაც წლების მანძილზე უწევენ საქართველოს.

„ეს პროგრამები ვერ განხორციელდებოდა KfW-სა და AFD-ს ადგილობრივი ოფისების ეფექტური და პროდუქტიული მუშაობის გარეშე. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ორივე წარმომადგენლობის გუნდთან და თანამშრომლობის სფეროები კიდევ უფრო ფართოვდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

1992 წლიდან , გერმანიის მიერ ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საჯარო სექტორში დაფინანსებისთვის გამოყოფილია, ჯამურად, 1 მილიარდ ევროზე მეტი გრანტის, ტექნიკური დახმარებისა და შეღავათიანი სესხის სახით.

AFD-ს და PROPARCO-ს წარმომადგენლობა საქართველოში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. თანამშრომლობის პერიოდში უკვე გამოიყო, დაახლოებით, 400 მილიონი ევრო სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა