logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობები ენერგეტიკის სექტორის რეფორმისთვის საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას განახორციელებენ
საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობები ენერგეტიკის სექტორის რეფორმისთვის საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას განახორციელებენ
18:07 07.10.2019
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ევროპისა და აზიის განყოფილების დირექტორმა შტეფან ოპიცმა, საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ახალმა რეგიონულმა დირექტორმა სესილი კოპრიემ ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებებს.

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმისთვის:

• სასესხო ხელშეკრულება „ენერგეტიკის სექტორის რეფორმა - მეორე ფაზა“ (PBL) – 60 მილიონი ევრო. (KfW)

• სასესხო ხელშეკრულება „ენერგეტიკის სექტორის რეფორმა - მეორე ფაზა“ (PBL) – 60 მილიონი ევრო. (AFD)

KfW და AFD მზად არიან მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ რეფორმებს, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებასა და ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ოთხწლიანია, რომელზეც 2018 წლის 14 მაისს, საქართველოს მთავრობას, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის, ხელი მოეწერა განზრახულობათა დეკლარაციას (გერმანიის და საფრანგეთის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან). პროგრამის ფარგლებში, 2018 წელს ჩამოირიცხა KFW - 49 მილიონი ევრო და AFD - 25 მილიონი ევრო სესხების სახით. ამასთან, პროგრამაში ევროკავშირის კონტრიბუცია შეადგენს 8,44 მილიონ ევროს გრანტის სახით.

ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალს მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი ტომას ბარაისი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა