logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: სასიამოვნო იყო გერმანელი ბიზნესმენებისგან იმ დადებითი მხარეების შესახებ მოსმენა, რაც შეიძლება უცხოელ ინვესტორებს შევთავაზოთ
ნათია თურნავა: სასიამოვნო იყო გერმანელი ბიზნესმენებისგან იმ დადებითი მხარეების შესახებ მოსმენა, რაც შეიძლება უცხოელ ინვესტორებს შევთავაზოთ
17:11 07.10.2019
პრეზიდენტ შტაინმაიერის მხრიდან დღეს ძალიან ძლიერი მხარდაჭერის მესიჯი მოვისმინეთ, როცა ბრძანა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი გარემოა, ბევრი გერმანული კომპანიაა წარმოდგენილი და მოუწოდა გერმანულ ბიზნესებს, უფრო მეტი მათგანი დაინტერესდეს საქართველოთი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქართული და გერმანული ბიზნესკომპანიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. ქართულ მხარეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობდა, ხოლო გერმანულ მხარეს ქვეყნის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

როგორც შეხვედრის მერე ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობა სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესდელეგაციასთან სწორედ ასეთი კონკრეტული შეხვედრებით ხდება.

„გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა მომეცა, საკმაოდ ფართო ბიზნეს აუდიტორიასთან მესაუბრა. უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის პრეზიდენტის მხრიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერის მესიჯი გაჟღერდა. ბატონმა შტაინმაიერმა ბრძანა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი გარემოა და ბევრი გერმანული კომპანიაა წარმოდგენილი. მანვე მოუწოდა გერმანულ კომპანიებს, რომ უფრო მეტი გერმანული ბიზნესი დაინტერესდეს საქართველოთი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, ყველაზე საინტერესო იყო, რომ თვითონ საქართველოში მოღვაწე კომპანიებმა და გერმანელმა ინვესტორებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ იმ ბიზნესგარემოსა და იმ შესაძლებლობაზე, რაც შეიძლება შევთავაზოთ გერმანულ ბიზნესს.

„თუმცა ყველაზე სასიამოვნო იყო თვითონ გერმანელი ბიზნესმენებისგან იმ დადებითი მხარეების მოსმენა, რაც შეიძლება შევთავაზოთ უცხოელ ინვესტორებს “, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ტურიზმის სექტორს და აღინიშნა, რომ გერმანიიდან სულ უფრო მეტი ტურისტი შემოდის გერმანიიდან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა