logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ ებრაელ ინვესტორთან საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ ებრაელ ინვესტორთან საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა
14:08 07.10.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,ინფლუენს ჯორჯიამ“ ებრაელ ინვესტორთან, დავიდ ზერასთან საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა. გამარჯვებული პროექტის ბიუჯეტის 50% დაფინანსდება GITA-ს გრანტით, ხოლო 50 % - ის ინვესტირებას უცხოელი ინვესტორი განახორციელებს.

დავიდ ზერას მენეჯმენტში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს, არის სტარტაპ Screenz - ის ერთ-ერთი შემქმნელი, მენტორი და მრჩეველი. Screenz- ი ქმნის ციფრულ პლატფორმას 30-ზე მეტი მაუწყებლისთვის და საპროდიუსერო კომპანიისთვის. კომპანიის მომხარებლებს შორისაა, ისეთი შოუები როგორიცაა „Big Brother“, „Master Chef“, „101 Ways to Leave a Game Show“, „The Million Pound Drop“, „Hell’s Kitchen“, „The Taste“ და „Rising Star“. Screenz სტრატეგიული პარტნიორები არიან Google, ICM და Red Arrow. (https://scrnz.com/). დავიდ ზერა ასევე მუშაობს ისეთ მსხვილ სტარტაპებთან, როგორებიცაა PAYLIX, Interatech, Monday.com

საგრანტო კონკურსში გამარჯებული პროექტი ,,ინფლუენს ჯორჯია“ კი ითვალისწინებს სრულად ავტომატიზებული ინფლუენს მარკეტინგ პლატფორმის განვითარებას. პროექტის მიზანია კომპანიის პროდუქტი გახდეს მსოფლიოში ნომერ პირველი ინფლუენს მარკეტინგის პლატფორმა, რომელიც ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს - ელექტრონული კომერცია და მოგზაურობა.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 18 თვეს და საერთო ბიუჯეტი 1 298 200 ლარია.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა