logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ძალიან გვახარებს, რომ დღეს წინა პლანზე გამოდის თანამშრომლობა კერძო ინვესტიციების სფეროში
ნათია თურნავა: ძალიან გვახარებს, რომ დღეს წინა პლანზე გამოდის თანამშრომლობა კერძო ინვესტიციების სფეროში
13:59 07.10.2019
გერმანია ყოველთვის იყო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერი როგორც პოლიტიკურ საკითხებში საერთაშორისოა არენაზე, ასევე ეკონომიკაში. ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ დღეს წინა პლანზე გამოდის თანამშრომლობა კერძო ინვესტიციების სფეროში. საქართველოში გერმანულ-ქართული კაპიტალით შექმნილი 250-ზე მეტი ერთობლივი კომპანია საქმიანობს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილე თომას ბარაისთან შეხვედრის შემდეგ.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვან დახმარებას იღებს გერმანიის განვითარების სამთავრობო ინსტიტუტებისგან, როგორიცაა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (KfW), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და სხვა პროგრამები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ენერგეტიკის, მეწარმოების და ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებაში.

„ჩვენი შემდეგი გამოწვევა, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ, ტურიზმია. ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადები მზარდია, მაგრამ ამ მიმართულებით გაცილებით მეტი შეგვიძლია. აღნიშნულს ხელს უწყობს პირდაპირი რეისების რაოდენობის ზრდა თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან გერმანიის ქალაქების მიმართულებით. თანამშრომლობის ინტერესი ძალიან დიდია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილე თომას ბარაისი საქართველოში გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რომლის დროსაც დაგეგმილი მრგვალი მაგიდის ჩატარება საქართველოსა და გერმანიის ბიზნეს წრეების მონაწილეობით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა