logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: პრემიერ-მინისტრის დავალებით ბიზნესთან მუშაობას კიდევ უფრო ვაძლიერებთ
ნათია თურნავა: პრემიერ-მინისტრის დავალებით ბიზნესთან მუშაობას კიდევ უფრო ვაძლიერებთ
12:00 03.10.2019
„პრემიერ-მინისტრისგან დღეს სამინისტროებმა, განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდის სამინისტროებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი დავალება მივიღეთ - გავაძლიეროთ ბიზნესთან მუშაობა და პრაქტიკულად უახლოესი დღეებიდან დავიწყებთ შეხვედრებს სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან, ბიზნესასოციაციებთან“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან.
ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიზნესსექტორთან ახლაც საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია აქვს, თუმცა, უწყება ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გააძლიერებს. მინისტრის ინფორმაციით, კერძო სექტორთან კომუნიკაციისას მთავარი აქცენტი რამდენიმე მიმართულებით გაკეთდება, მათ შორის რეგულაციების გამარტივების მიმართულებით. „თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ბიზნესგარემო კიდევ უფრო მიმზიდველი, რა ბარიერები აფერხებს ბიზნესებს, რომელ დარგში რა რეგულაცია შეიძლება გამარტივდეს, და როგორ მოვუხსნათ ყველა პრობლემა, რომ ჩვენი მოლოდინი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის თაობაზე გამართლდეს და ჩვენს მიერ დაგეგმილი საბიუჯეტო ვალდებულებები პირნათლად იყოს შესრულებული“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავამ ბიზნესთან კომუნიკაციის გაძლიერების კონტექსტში ისაუბრა მსოფლიო ბანკის ახალ რეიტინგზე, რომლის მიხედვითაც საქართველო ასევე დაწინაურდა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით და 183 ქვეყანას შორის მე-18 ადგილზეა.

„ეს არის კორუფციასთან ბრძოლის გაზრდილი ხარისხი, გამჭვირვალობა და მარტივი რეგულაციები. თუმცა, ამ მიმართულებითაც არის გარკვეული რესურსები, სადაც ჩვენ შეგვიძლია სიტუაცია კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა