logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: პრივატიზაციის პროცესში გვჭირდება სერიოზული ცვლილება და გამკაცრება
ნათია თურნავა: პრივატიზაციის პროცესში გვჭირდება სერიოზული ცვლილება და გამკაცრება
10:31 03.10.2019
პრივატიზაციის ტემპებით გარკვეულ ნაწილში კმაყოფილი ვარ, თუმცა მაქვს უკმაყოფილების საფუძველიც და ამ პროცესში ჩვენ გვჭირდება სერიოზული ცვლილება, სერიოზული გამკაცრება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია მაესტროს გადაცემაში „ბიზნესი მაესტროზე" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ცვლილებებია შესატანი სახელმწიფო საწარმოების მართვის პროცესშიც.

ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საწარმოების პრივატიზება უფრო რთული პროცესია.

„შედარებით კმაყოფილი ვარ იმ მიღწევებით, რაც შევძელით უძრავი ქონების გააქტიურების თვალსაზრისით. იცით, რომ ბიუჯეტის წლიური გეგმა საკმაოდ ლიბერალურად იყო დაგეგმილი, შესრულებული და წლის ბოლომდე რეალისტურია, რომ 100 მილიონ ლარს გადავაჭარბოთ. თუმცა რეალურად, ეს შევძელით უძრავი ქონების აქტიური პრივატიზების ხარჯზე“ - განაცხადა ნათია თურნავამ.


ეკონომიკის მინისტრის თქმით, რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოების გასხვისებას, გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებითაც გადადგმულია - გორის ქარის ელექტროსადგური უკვე მომზადებული და გამოტანილია საპრივატიზაციოდ.

„თუმცა, ამ მიმართულებით და ამ ტემპებით კმაყოფილი არ ვარ და აქედან გამომდინარე სამინისტროში, მთლიანად გუნდში, ვფიქრობთ, როგორ განვაახლოთ პრივატიზაციის მიდგომები, როგორ გავხადოთ ის უფრო ეფექტიანი და სწრაფი. მართალია, გარკვეული მოსამზადებელი პროცესი ამისთვის იყო საჭირო, მაგრამ ამ მხრივ დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს იმედს, რომ ამ მიმართულებას აქტიურად შევეჭიდოთ. იქნება ეს იგივე „საქართველოს ფოსტა“, რომლის საპრივატიზაციოდ გამოტანა წლების წინ იქნა დეკლარირებული და ჩვენ გვინდა ეს პროცესი დავიწყოთ, თუმცა მთავარია ეს იყოს სწორად შეფუთული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მისივე თქმით, როდესაც საუბარია, რომ შესაძლებელია 150 მილიონ ლარამდე ქონების პრივატიზაცია მოხდეს, ეს არ არის ზოგადი ნათქვამი, არამედ ეყრდნობა წლევანდელ მიღწევას და იმ პრობლემების გაგებასა და აღიარებას, რაც ამ კუთხით დაგროვდა.


„ამიტომ გვჭირდება სერიოზული ცვლილებები, სერიოზული გამკაცრება პრივატიზების პროცესში და სახელმწიფო საწარმოების მართვაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა