logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი ჩინელ ინვესტორს, ანხუეის პროვინციის იმპორტირებული სასურსათო პროდუქციის ინდუსტრიული პარკის თავმჯდომარეს, იანგ სიას შეხვდა
ლევან დავითაშვილი ჩინელ ინვესტორს, ანხუეის პროვინციის იმპორტირებული სასურსათო პროდუქციის ინდუსტრიული პარკის თავმჯდომარეს, იანგ სიას შეხვდა
15:51 02.10.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინელ ინვესტორს, ანხუეის პროვინციის იმპორტირებული სასურსათო პროდუქციის ინდუსტრიული პარკის თავმჯდომარეს, იანგ სიას შეხვდა.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობისა და ქართული აგროსასურსათო პროდუქციისთვის ჩინეთის ბაზარის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა ყურადღება თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა.

„ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ არაერთი მიმართულებით. ჩინურ მხარესთან ერთად განხორციელებული აქტიური მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, ყოველწლიურად იზრდება ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე. ჩვენ მივესალმებით თანამშრომლობის გაღრმავებას და ისეთი სავაჭრო პლატფორმების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთის ბაზარზე ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას და ექსპორტის ზრდას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ჩინელმა ინვესტორმა, იანგ სიამ აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ განხორციელებაში საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. საქართველოს არაერთი მიმართულებით, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და აგროწარმოების კუთხით, დიდი პოტენციალი გააჩნია. გასულ წელს, შანხაიში გამართულ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში ქართული კომპანიების მონაწილეობის შემდეგ, ქართული პროდუქციის, განსაკუთრებით კი ღვინის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით და ბიზნესსექტორის ინიციატივით, შეიქმნა ასოციაცია, რომელშიც ჩინეთის 40-ზე მეტი დიდი ქალაქის და სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელია გაერთიანებული. ასოციაციამ ანხუეის პროვინციაში შექმნა იმპორტირებული სასურსათო პროდუქციის ინდუსტრიული ცენტრი, საუკეთესო პლატფორმა უცხოური წარმოების პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრებისთვის. ცენტრის საგამოფენო სივრცე საშუალებას აძლევს მწარმოებელს, მთელი წლის განმავლობაში, წარუდგინოს და გააცნოს პროდუქცია ჩინელ მომხმარებელს. მოხარული ვიქნებით, თუ აღნიშნულ პლატფორმას ქართველი მწარმოებლები აქტიურად გამოიყენებენ“, - განაცხადა ანხუეის პროვინციის იმპორტირებული სასურსათო პროდუქციის ინდუსტრიული ცენტრის თავმჯდომარემ, იანგ სიამ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარე - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საპარტნიორო ფონდი აქტიურად ითანამშრომლებენ ჩინურ მხარესთან, რათა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და ქართული კომპანიებისთვის ჩინეთის უდიდეს ბაზარზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა