logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი: საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია არის მთავარი საერთაშორისო ფუნქცია, რომელიც ქვეყანას  საშუალებას  აძლევს ჩართული იყოს გლობალურ სავაჭრო და ეკონომიკურ პროცესებში
ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი: საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია არის მთავარი საერთაშორისო ფუნქცია, რომელიც ქვეყანას საშუალებას აძლევს ჩართული იყოს გლობალურ სავაჭრო და ეკონომიკურ პროცესებში
17:08 01.10.2019
"ფოთში ახალი ტერმინალის პროექტის არსი არის ის, რომ გაიზარდოს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი. ის ფაქტი, რომ მეტი წყალწყვის გემები შემოვლენ პორტში და პირდაპირი სატრანსპორტო კომუნიკაციის მეტი საშუალება გაჩნდება არა მარტო ევროპის ქვეყნებთან, არამედ ამერიკის კონტინენტთანაც, შესაძლებლობას იძლევა, რომ გემებმა იარონ პირდაპირ აშშ-ში და წაიღონ ის ტვირთები, რომელიც წარმოებულია ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში და სხვა ქვეყნებში. შესაბამისად, ეს საქართველოს სატრანზიტო - სავაჭრო ფუნქციის გაზრდის ერთ-ერთი დიდი სტიმულია" - ამის შესახებ ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტმა მამუკა წერეთელმა განაცხადა, რომელმაც დღეს მონაწილეობა მიიღო ფოთში, "პეის ტერმინალსის" ტერიტორიაზე აშშ-ის მთავრობის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის დაფინანსებით ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

მამუკა წერეთლის შეფასებით, საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია არის მთავარი საერთაშორისო ფუნქცია, რომელიც ქვეყანას აძლევს საშუალებას ჩართული იყოს გლობალურ სავაჭრო და ეკონომიკურ პროცესებში.

ფოთში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტს "პეის ჯგუფი" განახორციელებს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა. აღსანიშნავია, რომ თავისი სიდიდიდან და პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეს არის OPIჩ - ის მიერ, საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება.

ახალი პროექტი 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. საპორტო ინფრასტრუქტურა განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორიის დაღრმავების შდეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება. აღნიშნული ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. პროექტის ღირებულებაა 120 მლნ. აშშ დოლარი. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი OPIC - ის ინვესტიციაა.

"პეის ტერმინალსის" ტერიტორიაზე ტერმინალის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა