logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბექა ოდიშარია: რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობა, მათ შორის A კატეგორიის ტაქსებისა, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რეფორმა შედგა
ბექა ოდიშარია: რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობა, მათ შორის A კატეგორიის ტაქსებისა, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რეფორმა შედგა
14:28 01.10.2019
„მინდა გამოვეხმაურო პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე , ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ გაჟღერებულ მცდარ ინფორმაციას ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„პირველი, რაც სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს გახლავთ ის , რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის და მთლიანად ტრანსპორტის სფეროს მოწესრიგება საზოგადოების დაკვეთაა და თბილისის მუნიციპალიტეტი, მერის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, ამ სფეროს თანმიმდევრული მიდგომებისა და პოლიტიკის შედეგად აწესრიგებს, მაქსიმალურად უახლოებს თანამედროვე ევროპული ქალაქების სტანდარტებს.

ამ პოლიტიკის ნაწილია ტაქსებისთვის გარკვეული რეგულაციების შემოღება.
მოგეხსენებათ, პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის ამოქმედდა. რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობა, მათ შორის A კატეგორიის ტაქსების, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რეფორმა შედგა. რაც შეეხება ოპონენტების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს, მონაცემები ყოველდღიურად ახლდება და ის მერიაში გროვდება.
ამგვარი მონაცემები კი ჩემი ინფორმაციით ჯერ-ჯერობით არც არავის მოუთხოვია და შესაბამისად არც გაცემულა.

ამიტომ, გაუგებარია ოპოზიციის წარმომადგენლები რა მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებენ დასკვნებს და ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას . აღსანიშნავია, რომ დაახლოებით, 26 ათასი ლიცენზირებული სატრანსპორტო საშუალებიდან სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება დაახლოებით, 70%-მა გაირა. მათი 24% A კატეგორიაში მოექცა, ხოლო ნაწილის კატეგორიზაციის პროცესი კვლავ მიმდინარეობს. ძალიან ბევრი მათგანი ველით, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში აიღებს A კატეგორიის ნებართვას, ნაწილი კი B კატეგორიაში დარჩება.

ტაქსების რეფორმა პირველი ოქტომბრით არ სრულდება - იქნება შემდგომი ეტაპებიც, რომელიც ტაქსის მომსახურების სერვისის გაუმჯობესებას ითვალისწინებს და შემდეგ, რამდენიმეწლიან ჭრილში შეეძლება საზოგადოებას გამოიტანოს სწორი დასკვნა, რამდენად წარმატებული იყო ეს რეფორმა.

ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები, ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს და დარწმუნებულები ვართ ამ რეფორმის სისწორეში. თავიდან ყველა სიახლეს და რეფორმას, როგორც წესი თან ახლავს გარკვეული ემოციები, სპეკულაციები ოპონენტების მხრიდან, თუმცა საბოლოო ჯამში ამ რეფორმის პოზიტიური შედეგებით მთელი საზოგადოება, მათ შორის დედაქალაქის მკვიდრნიც და სტუმრებიც სარგებლობენ“-აცხადებს დეპუტატი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა