logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კობა გვენეტაძე: ვინაიდან ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ინფლაციასთან ბრძოლაა, ეროვნულმა ბანკმა სათანადო ზომების მიღება დაიწყო
კობა გვენეტაძე: ვინაიდან ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ინფლაციასთან ბრძოლაა, ეროვნულმა ბანკმა სათანადო ზომების მიღება დაიწყო
13:46 01.10.2019
ვინაიდან ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ინფლაციასთან ბრძოლაა, აქედან გამომდინარე ეროვნულმა ბანკმა სათანადო ზომების მიღება დაიწყო, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

„ლარის ბოლოდროინდელმა გაუფასურებამ დაწოლა მოახდინა ინფლაციაზე, ვინაიდან ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ინფლაციასთან ბრძოლაა, აქედან გამომდინარე ეროვნულმა ბანკმა სათანადო ზომების მიღება დაიწყო. ჩვენ ბოლო ორი მონეტარული კომიტეტის შემდეგ გავამკაცრეთ საკრედიტო პოლიტიკა და 0.5 პროცენტით ავწიეთ რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი, ამავე დროს განვახორციელეთ ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები ხუთი პროცენტით შემცირების შესახებ, ამავდროულად უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მიმართულებით გარკვეული შეღავათი მიეცემათ კომერციულ ბანკებს. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 700 მილიონი დოლარის დამატებითი რესურსი, უცხოური ვალუტის რესურსი იქნება შესაძლებელი გასცენ კომერციულმა ბანკებმა სესხებად და ასევე საპროცენტო განაკვეთი ამ უცხოური ვალუტის სესხებზე შემცირდება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, გატარებულმა ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყოს გაცვლითი კურსის დინამიკის შეცვლას.

„ამ ღონისძიებებმა ელი უნდა შეუწყოს გაცვლითი კურსის დინამიკის შეცვლას და დასტაბილურებას და დროთა განმავლობაში წნეხი შემცირდება ინფლაციაზე. ეს არ ნიშნავს, რონ ლარიზაციის პოლიტიკას ეროვნული ბანკი არ აგრძელებს. შესაძლებელია ამ პროცესზე დროებით ლარიზაციის ტემპის მცირედით შენელება გამოიწვიოს, თუმცა ეს იქნება მხოლოდ კორპორატიული სექტორის და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კოორდინაცია მთავრობასთან, ვიღებთ იმ ზომებს, რომლებიც ჩვენი მხრიდან არის საჭირო, ისევე როგორც მთავრობა. მომავალში დავაკვირდებით სიტუაციას და გავაგრძელებთ ზომების მიღებას ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენების ჩათვლით, რომელიც ჩვენს ხელში არის, ეს იქნება სავალუტო ინტერვენციები, რეზერვები თუ სხვა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამასთან, კობა გვენეტაძის თქმით, ქვეყანა კვლავ „ლარიზაციის ერთგული“ რჩება.

„ ლარიზაცია შეფასებულია წევრი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ როგორც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და ერთ-ერთი მიზეზი, რომელმაც გამოიწვია საქართველოს საერთაშორისო რეიტინგების გაზრდა. ფიზიკურ პირებს აქვთ პრობლემა, მოგეხსენებათ, რომ ისინი რთულად უმკლავდებიან ლარის გაუფასურების პერიოდს და დაახლოებით 16 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული ფიზიკური სესხების ლარიზაცია და ეს ნიშნავს, რომ იმ მსესხებლების რაოდენობა, რომელიც ახლა რთულ სიტუაციაში ჩავარდებოდა 16 პროცენტული პუნქტებით ნაკლებია. ეს არის ცალსახად დადებითი და ვრჩებით ლარიზაციის ერთგული“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა