logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბიზნეს სექტორის ბრუნვა 2018 წელს 20,7 პროცენტით გაიზარდა
ბიზნეს სექტორის ბრუნვა 2018 წელს 20,7 პროცენტით გაიზარდა
13:26 01.10.2019
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 20,7 პროცენტით გაიზარდა და 86,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, გაიზარდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2018 წელს მისი მოცულობა 41,6 მილიარდი ლარით განისაზღვრებოდა, რაც 9 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.

2018 წელს მსხვილ ბიზნესზე 49,5 პროცენტი მოდიოდა, საშუალოზე - 21,4 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე 29,1 პროცენტი ნაწილდება.
მცირედით განსხვავდება პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევა: 40,4 პროცენტი მოდიოდა მსხვილ ბიზნესზე, 26,6 პროცენტი - საშუალოზე, 33,0 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა
2018 წელს 56.7 მლრდ. ლარი (გასულ წლთან შედარებით 11.6 პროცენტით მეტი), ხოლო
გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 35.9 მლრდ. ლარი
შეადგინა (გასულ წლთან შედა რებით 13.6 პროცენტით მეტი).

2018 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა გასული წლის მაჩვენებელს 3,7 პროცენტით აღემატებოდა და 734.2 ათასი კაცით განისაზღვრა. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.2 პროცენტი ქალია, ხოლო 59.8 პ როცენტი - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 33,1 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 2,.8
პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 45.1 პროცენტი - მცირე ბიზ ნესზე.

დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 679.5 ათასი კაცი შეადგინა - გასულ წელთან
შედარებით - 4.1 პროცენტით მეტი. საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 9 046.4
მლნ. ლარით განისაზღვრებოდა, რაც გასულ წელთა ნ შედარებით 12.4 პროცენტით მეტია.

2018 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 101.3 ლარს გაუტოლდა (გასულ
წელთან შედარებით გაზრდილია 81.6 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასი გაიზარდა 71 ლარით და 835,3 ლარს შეადგენდა. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

• მსხვილი ბიზნესი – 1 224.6 ლარი,
• საშუალო ბიზნესი – 1 276.3 ლარი,
• მცირე ბიზნესი – 892.4 ლა რი.

2018 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობის დარგზე მოდიოდა - 43.2 პროცენტი (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზე იყო ხელოვნება, გართობა და დასვენება 16.1 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა - 10.6 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 8.3 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 5.8 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 3.8 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 12.2 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდებოდა.

2018 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს
იკავებდა დამამუშავებელი მრეწველობა 21.9 პროცენტით და მშენებლობა 18.7 პროცენტით,
შემდეგ მოდიოდა ვაჭრობა (16.5 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 9.7 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.2 პროცენტიანი წილი ეჭირა.

2018 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო
და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი
მრეწველობისა და მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 26.8 პროცენტი, 12.7
პროცენტი და 10.1 პროცენტიანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (9.9 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (7.9 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (6.2 პროცენტი).

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობდა ქ. თბილისი და სხვა რეგიონები
შემდეგი თანმიმდევრობით:

• ქ. თბილისი – 73.8 პროცენტი
• აჭარის ა.რ. – 6.6 პროცენტი
• ქვემო ქართლი – 5.2 პროცენტი
• იმერეთი – 4.6 პ როცენტი
• სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.1 პროცენტი

რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობდა კვლავ ქ. თბილისი
და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:

• ქ. თბილისი – 64.2 პროცენტი
• აჭარის ა.რ. – 8.5 პროცენტი
• ქვემო ქართლი – 7.7 პროცენტი
• იმერეთი – 6.1 პ როცენტი
• სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8 პროცენტი.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი
შემდეგნაირად ნაწილდებოდა:

• ქ. თბილისი – 64.1 პროცენტი,
• აჭარის ა.რ. – 9.7 პროცენტი,
• იმერეთი – 6.8 პ როცენტი,
• ქვემო ქართლი – 5.6 პროცენტი,
• სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8 პროცენტი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა