logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
აკაკი ზოიძე: მომავალ წელს 14 მილიარდამდე გაიზრდება ბიუჯეტი და მოხმარდება კონკრეტული ადამიანების და ოჯახების ცხოვრების გაუმჯობესებას
აკაკი ზოიძე: მომავალ წელს 14 მილიარდამდე გაიზრდება ბიუჯეტი და მოხმარდება კონკრეტული ადამიანების და ოჯახების ცხოვრების გაუმჯობესებას
13:26 01.10.2019
„ოპოზიცია ამ ქვეყანაში იმისთვის არის, რომ აკრიტიკოს ხელისუფლება, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მაოცებს ოპოზიციის განცხადებები. თურმე ბიუჯეტი ყოფილა მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ დაგეგმილი. თურმე ის, რომ მომავალ წელს 14 მილიარდამდე გაიზრდება ბიუჯეტი და ამ ნაზარდის უდიდესი წილი, 800 მილიონი ლარი მოხმარდება კონკრეტული ადამიანების და ოჯახების ცხოვრების გაუმჯობესებას თუ არა, მათი ცხოვრების შემსუბუქებას, ეს ყოფილა თურმე მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი“,-ამის შესახებ განცხადება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

აკაკი ზოიძე გამოეხმაურა ოპოზიციის შეფასებებს მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით და დაგეგმილ საბიუჯეტო ხარჯებთან დაკავშირებით კონკრეტული მაგალითები მოიყვანა. მისი განცხადებით, უსამართლოა ოპოზიციის შეფასებები იმასთან დაკავშირებით, ბიუჯეტი არააა ადამიანებზე ორიენტირებული იმ მოცემულობაშიც კი, როცა იზრდება ჯანდაცვა, სოციალური დანახარჯები და თანხები იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ.

„ის, რომ ეს 800 მილიონი შევა იმ ადამიანების ოჯახში, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, ესენი არიან პენსიონრები, რომელთა პენსია არ ყოფნის ყველაზე აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას და თითოეული ლარი არის მათთვის ძვირფასი. ის, რომ 1 იანვრიდან, 220 ლარი იქნება პენსია და 1 ივლისიდან პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის პირებს და 70 წელს გადაცილებულ პენსიონრებს ექნებათ 250 ლარი, მაღალმთიან რეგიონებში პენსია იქნება 300 ლარი, ექიმებს, რომლებიც სოფლებს უანგაროდ, ძალიან მცირე ხელფასის ფასად ემსახურებიან, 100 ლარით მოემატებათ ხელფასი, ესეც ალბათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოა. ის, რომ მასწავლებლებს, მომავალი წლის 1 სექტემბრიდან 300 ლარით მეტი ექნებათ ხელფასი, ესეც არ არის მოქალაქეების ინტერესების შესაბამისი. ის, რომ ჯარისკაცს და პოლიციელს მეტი დაფასება ექნება და დამატებითი თანხა შეუვა, ესეც პრობლემატური ყოფილა და ამას არ ქვია ადამიანზე ორიენტირებული ბიუჯეტი“,-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პენსიების ინდექსაციის კანონი, რომლის მიღებასაც გეგმავს ხელისუფლება, არის გრძელვადიანი და კონკრეტული გზა იმისა, რომ პენსია ქვეყანაში გახდეს ღირსეული სიბერის საწინდარი.

„შემოდის პენსიების ინდექსაციის კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს პენსიონერებს, რომ აღარ იყვნენ დამოკიდებული პოლიტიკოსების ფუჭ და ცრუ დაპირებებზე, რომლებსაც უხვად მოვისმენთ მომავალი წლიდან და მათ შორისს, ჩვენი ოპონენტებისგან. რეალურად ეცოდინებათ ყოველ წელს რამდენით გაიზრდება პენსია, იმიტომ, რომ მიბმული იქნება ეკონომიკურ ზრდაზე და ინფლაციაზე. ეს იქნება კონკრეტული და გრძელვადიანი გზა იმის, თუ როგორ შემსუბუქდება ადამიანის ცხოვრება და როგორ ექნებათ მათ დაგროვებით საპენსიო რეფორმასთან ერთად მათ პერსპექტივა, რომ ამ ქვეყანაში პენსია გახდეს ღირსეული სიბერის საწინდარი. ეს არის ჩვენი ამოცანა და ჩვენი გზა“,-განაცხადა აკაკი ზოიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა