logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: მოლოდინი გვაქვს, რომ ის უარყოფითი შედეგი, რაც სანქციებმა ტურიზმის თვალსაზრისით მოგვიტანა, მალე განეიტრალდება
ნათია თურნავა: მოლოდინი გვაქვს, რომ ის უარყოფითი შედეგი, რაც სანქციებმა ტურიზმის თვალსაზრისით მოგვიტანა, მალე განეიტრალდება
22:12 27.09.2019
„იმისთვის, რომ ადამიანები საქართველოში უფრო ადვილად ჩამოვიდნენ, მათი ტურისტული დანახარჯები იყოს ნაკლები და ჩვენი მიმზიდველობა იყოს უფრო მეტი, რა თქმა უნდა, პირდაპირი ფრენების არეალის გაფართოება არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, საავიაციო ნაწილში საქართველოს „ღია ცის“ პოლიტიკა პირდაპირ კავშირშია ჩვენს ტურისტულ პოლიტიკასთან, რადგან მსოფლიოში საქართველოს წარდგენა ხდება უსაფრთხო, უნიკალური, საინტერესო ტურისტული ბაზრის მქონე ქვეყნის იმიჯით.

როგორც გადაცემაში სტუმრობისას ნათია თურნავამ განაცხადა, ევროპასთან მიმოსვლა ძალიან მრავალფეროვანი გახდა, რასაც ხელი შეუწყო ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების - „ვიზეარის“ და „რაინეარის“ შემოსვლამ.

„თუმცა, ახლა შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც პოლიტიკურად, ისე კომერციულად არის პირდაპირი მიმოსვლა აშშ-სთან და აქ გვაქვს ძალიან დამაიმედებელი შედეგები. თუმცა, ამ კონტექსტში მინდა კიდევ ერთი სიახლე ვახსენო - ეს არის იმ სანქციების გაუქმების პერსპექტივა, რაც ჩვენ დაგვეკისრა 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ რუსეთის მხრიდან. ამ სანქცების გაუქმება ცალსახად დადებითი მოვლენაა, რაც პოზიტიურად იმოქმედებს მოლოდინებზე, მიმოსვლაზე და მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ის უარყოფითი შედეგი, რაც ტურიზმის თვალსაზრისით სანქციებმა მოუტანა საქართველოს, განეიტრალებული იქნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, აშშ-სთან ფრენების კუთხით გვაქვს დამაიმედებელი პასუხები და მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ამერიკულ მხარესთან პირდაპირ ფრენებზე დაწყებულია.

„ამერიკის ფრენები არის ძალიან პერსპექტიული, გვაქვს დამაიმედებელი პასუხები. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდი აშშ-ში და შევხვდით ავიაკომპანიებს „დელტა“ და „იუნაიტედ ეარლაინსს“. მთავარია, დიალოგი დაიწყო, პროცესი დაიწყო და ეს არ არის რამდენიმე დღეში გადასაწყვეტი საკითხი, მაგრამ საბოლოო შედეგი იქნება დადებითი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა