logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: შრომის უსაფრთხოება, სოციალური პასუხისმგებლობა თუ ხელფასების დროულად გაცემა - ამას ყველა ბიზნესს ძალიან მკაცრად მოვთხოვთ
ნათია თურნავა: შრომის უსაფრთხოება, სოციალური პასუხისმგებლობა თუ ხელფასების დროულად გაცემა - ამას ყველა ბიზნესს ძალიან მკაცრად მოვთხოვთ
22:05 27.09.2019
„პირველ რიგში თავად ბიზნესმა უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები, იქნება ეს შრომის უსაფრთხოება, სოციალური პასუხისმგებლობა თუ ხელფასების დროულად გაცემა. ჩვენ ამას ყველა ბიზნესს ძალიან მკაცრად მოვთხოვთ, მათ შორის ტყიბულის შახტის ახალ მესაკუთრე კომპანიას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ტყიბულში არსებული ვითარების კომენტირებისას.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ახალი ინვესტორისგან, Steell International trades company-სგან გუშინ ტყიბულში გამართულ შეხვედრაზე მიიღო ძალიან დამაჯერებელი დაპირება - ხელფასები იქნება ჩარიცხული, სახელფასო დავალიანება მთლიანად იქნება გასტუმრებული.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, კომპანია უახლოეს ერთ თვეში დადებს შრომის ახალ ინსტრუქციას, რაც მოხსნის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ძალიან ბევრ პრობლემას.

„ასევე ამ ვადაში კომპანია წარმოადგენს საინვესტიციო გეგმას, რომელიც, რა თქმა უნდა, განხორციელდება რაღაც პერიოდში, მაგრამ ეს პროცესი ერთი თვის შემდეგ დაიწყება. მის საფუძველზე მოხდება ეტაპობრივი მოდერნიზაცია, და რაც მთავარია, კომპანიისგან ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ ნოემბერში ქვანახშირის მოპოვების პროცესი აღდგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ნიშნავს, რომ კომპანია თავისი ბიზნესის მომავალს ქვანახშირის მოპოვებაში ხედავს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სატელევიზიო ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა მკაცრად გააკონტროლებს კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს. „რასაკვირველია, ყველა ეს პასუხისმგებლობა ახლა ეკისრება ახალ მესაკუთრე კომპანიას, ჩვენ კი ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ გავაკონტროლებთ მათ მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას. ეს არ არის ერთ კარში თამაში - ბიზნესი, რა თქმა უნდა, მომგებიანია, მიმზიდველია, მაგრამ, მეორე მხრივ, მათ სრულად უნდა აგონ პასუხი ადამიანების მიმართ არსებული სოციალური ვალდებულებების შესრულებაზე“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა