logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ
EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ
09:49 26.09.2019
საქართველოსთან თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ სხვადასხვა პროექტში, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის მიმართულებით, - ამის შესახებ EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, იურგენ რიგტერინკმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა საქართველოში და პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკის სექტორზე.

იურგენ რიგტერნიკის თქმით, საქართველო თანამშრომლობის კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონში.
„EBRD-სა და საქართველოს შორის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაა. რეალურად, ამ ეტაპზე, ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიცია დაახლოებით 235 პროექტში 3,4 მილიარდ ევროს აღწევს და ამით საქართველო თანამშრომლობის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონში. ამასთან, ჩვენი ინვესტიციები ფარავს ფინანსურ ინდუსტრიას, წარმოებას, მთავრობის დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით და ა.შ“, - აღნიშნა EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.

იურგენ რიგტერნიკის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ძალიან კარგი და კონსტრუქციული შეხვედრა შედგა, რომელზეც ძირითადად ენერგეტიკის სექტორი იქნა განხილული.

„ამ სფეროში ჩვენ პარტნიორები ვართ და ეს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება სხვადასხვა პროექტში, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის მიმართულებით“, - აღნიშნა იურგენ რიგტერნიკმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა