logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბათუმში საზღვაო მოძრაობის გაიოლების შესახებ სემინარი მიმდინარეობს
ბათუმში საზღვაო მოძრაობის გაიოლების შესახებ სემინარი მიმდინარეობს
12:48 24.09.2019
ბათუმში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა (IMO) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით საზღვაო მოძრაობის გაიოლების შესახებ ეროვნული სემინარი (NATIONAL SEMINAR ON FACILITATION OF INTERNATIONAL MARITIME TRAFFIC) იმართება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ივანე აბაშიძის განცხადებით, სემინარი დაიგეგმა საქართველოს მოთხოვნით IMO-ს ტექნიკური დახმარების ფარგლებში მთავრობის ინიციატივის - საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის ხელშესაწყობად და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ნავსადგურებში გემების მიმოსვლის პროცესებში უშუალოდ ჩართული სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

- „სემინარი ტარდება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მხარდაჭერით, რაც ძალიან მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტების მოწვევაში გამოიხატება. ვფიქრობთ, რომ მათგან მიღებული ცოდნა და გაზიარებული გამოცდილება მნიშვნელოვანად დაგვეხმარება ჩვენი საპორტო პროცედურების დახვეწასა და თანამედროვე მოთხოვნებთან ჰარმონიზაციაში“ - განაცხადა ივანე აბაშიძემ.

ვორქშოფზე საერთაშორისო ექსპერტები დეტალურად განიხილავენ საქართველოს სანავსადგურე სექტორში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის პერსპექტივებს და მოსალოდნელი შედეგებს, ნავსადგურებში გემებისა და ტვირთების მიღების/გაფორმების თანამედროვე ელქტრონული ასპექტების შესახებ კონცეფციას, საქართველოში არსებული გემებისა და ტვირთების მიღების/გაფორმების სისტემას და არსებული გამოწვევებს.

როგორც IMO-ს გემების მოძრაობის გამარტივების სამმართველოს უფროსმა ჯულიან აბრილ გარსიამ აღნიშნა, საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის აქტიური წევრია და თავისი წვლილი შეაქვს ორგანიზაციის მუშაობაში. IMO მიესალმება და მხარს უჭერს საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარების ინიციატივებს, მათ შორის ქართულ ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა