მაუწყებლობის უფლება კიდევ ერთმა კომპანიამ მიიღო. როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან
აცნობეს, მაუწყებლობის განსახორციელებლად ავტორიზაცია შპს „ნიუსრუმმა“ გაიარა, რის შედეგადაც მან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის უფლება მიიღო.
კომპანიის სამაუწყებლო არეალი საქართველოს მთელი ტერიტორია იქნება, მაუწყებლობის ხანგრძლივობა კი - 8 საათი.
კომპანიის დირექტორი გიორგი ჟორჟოლიანია, „ნიუსრუმის“ 100%-იანი წილის მფლობელი კი - შპს „კვირის პალიტრა“.
„ნიუსრუმს“ პრაქტიკული საქმიანობის დაწყება ნებისმიერ დროს შეუძლია.

















