logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთავარი აქცენტი სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე გაკეთდება
ნათია თურნავა: 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთავარი აქცენტი სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე გაკეთდება
16:37 19.09.2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, 2020 წლის წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთავარი აქცენტი სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე გაკეთდება.
მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობის პროცესსა და მის მთავარ აქცენტებზე ნათია თურნავამ დღეს მედიასთან ისაუბრა. მისი ინფორმაციით, პროცესში მთელი სამთავრობო გუნდი აქტიურადაა ჩართული.

„მიმდინარეობს 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა, ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო პროცესი, მასში ჩართული ვართ, პრაქტიკულად, მთელი მთავრობა პრემიერ-მინისტრის თაოსნობით. მომავალი წლის მთავარი აქცენტი არის გაზრდილი სოციალური პასუხისმგებლობა, სოციალური პროგრამები, ასევე ინფრასტრუქტურული პროგრამები, კაპიტალური დანახარჯები - კაპიტალური პროგრამები, განსაკუთრებით სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, ეს ორი კომპონენტი ყველაზე მნიშვნელოვანია სიღარიბის დასაძლევად - იმისთვის, რომ 2020 წლის ბიუჯეტის ფარგლებში თითოეულმა მოქალაქემ და ოჯახმა უფრო მეტად იგრძნოს ეკონომიკური ზრდის სიკეთე.

რაც შეეხება ამ კუთხით ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს გეგმებს, მინისტრის ინფორმაციით, სამინისტრო აქტიურადაა ჩართული რამდენიმე პროგრამაში, მათ შორის, გაზიფიცირების პროგრამაში. ნათია თურნავას განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა იმ რეგიონებისა და რაიონების სიაზე, რომელთა გაზიფიცირებაც მოხდება. „გაზიფიცირება ისეთივე ინტენსიური კიდევ უფრო მაღალი ტემპით გაგრძელდება, მათ შორის მოვიცავთ ცენტრიდან მეტად დაშორებულ რეგიონებს და ამ მხრივ ვამზადებთ იმ რეგიონების და რაიონების სიას, რომელთა გაზიფიცირებაც მოხდება“, - აღნიშნა მან.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, 2020 წელს ასევე გაგრძელდება პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მცირე და მიკრომეწარმეობის წახალისება - ეს პროგრამებიც უფრო ინტენსიურად იქნება წარმოდგენილი. „ასევე გვაქვს მთელი რიგი პროგრამები მთის და სამთო კურორტების განვითარების მიმართულებით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა