logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი ასაწონი თამბაქოს დაბეგვრის საკითხზე: აუცილებელია ამ საკითხის მოწესრიგება
ივანე მაჭავარიანი ასაწონი თამბაქოს დაბეგვრის საკითხზე: აუცილებელია ამ საკითხის მოწესრიგება
12:37 19.09.2019
აუცილებელია ამ საკითხის მოწესრიგება, რადგან რეალურად გამოდის, რომ ერთ-ერთი მთავრი აქციზური საქონელი არ იბეგრება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს მოხდა თამბაქოს აქციზის ზრდა ფილტრიან იმპორტირებულს სიგარეტზე და ასევე, გაიზარდა აქციზი ე.წ. ადგილობრივ უფილტრო სიგარეტზე, რის გამოც მომხმარებლის დიდი ნაწილი გადავიდა ასაწონ თამბაქოზე, რომელიც პრაქტიკულად არ იბეგრებოდა.

„აღმოჩნდა, რომ ელასტიურობა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. თავიდანვე იგეგმებოდა დაბეგრილიყო ასაწონი თამბაქოც. შემდეგ, სამწუხაროდ ეს პროცესი დიდ ხანს გაიწელა, ამიტომ აუცილებელია, რომ მოხდეს დაბეგვრა. რეალურად, გამოდის, რომ ერთ-ერთი მთავრი აქციზური საქონელი არ იბეგრება, მაშინ რას ვერჩით საწვავს და ა.შ. რასაკვირველია, ამით დაბალანსდება ის დანაკარგიც, როდესაც მომხმარებლის დიდი ნაწილი გადავიდა გადასახვევ თამბაქოზე, რომელიც საერთოდ არ იბეგრებოდა. შესაბამისად, დაბეგვრა მანდაც იქნება ზომიერი ისე, რომ ხელმისაწვდომობა მაინც იყოს მწეველისთვის. კარგი ტენდენციაა, რომ მწეველების შემცირების ტენდენცია დასტურდება. ეს კარგია და ამ ტემპით თუ უფრო სწრაფად წავალთ კარგი იქნება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მან, ასევე, ისაუბრა ელექტრო სიგარეტის დაბეგვრის თემაზეც და აღნიშნა, რომ აუცილებელია აღნიშნული პროდუქტიც მოექცეს დაბეგვრის რეჟიმში.

„პარლამენტში ამასთან დაკავშირებითაც შესულია ინიციატივა. აუცილებელია ესეც მოწესრიგდეს და მოექცეს დაბეგვრის რეჟიმში. მწარმოებლები არ არიან თანახმა, რომ იმ პირობებისა და რეგულაციების პირობებში შემოვიდნენ, რაც დღეს საქართველოში არსებობს, ამიტომ ჩვენი რეგულაციები უნდა გაუტოლდეს ევროპულ. დღეს ჩვენი რეგულაციები ევროპულზე მკაცრია აღნიშნულ საკითხში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა