logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავამ და შაჰინ მუსტაფაევმა სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
ნათია თურნავამ და შაჰინ მუსტაფაევმა სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
17:05 18.09.2019
„საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად მიმზიდველ ბაზარს წარმოადგენენ საერთაშორისო ინვესტორებისთვის, ტვირთბრუნვისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის.

შევთანხმდით, რომ საერთაშორისო ფორუმებზე ერთობლივად წარვადგენთ ჩვენი სატრანსპორტო ლოგისტიკური დერეფნის იდეას, რათა დემონსტრირება გავუკეთოთ მის მნიშვნელობას - ჩვენ ამას ერთად უკეთ შევძლებთ, ვიდრე ცალ-ცალკე“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ეკონომიკის მინისტრ შაჰინ მუსტაფაევთან შეხვედრის შემდეგ.
ნათია თურნავას ინფორმაციით, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან საუბრის მთავარი თემა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება და გაღრმავება იყოს. მისი განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოების საკითხი სხვადასხვა სექტორებში, რომელთა შორის გამოიყო 4 პრიორიტეტული მიმართულება: ერთობლივი საწარმოები და ინვესტიციები, ენერგეტიკა, ლოგისტიკა და სატრანსპორტო გადაზიდვები, ასევე ტურიზმი.

ნათია თურნავას განცხადებით, ყოველწლიურად იზრდება საქონელთბრუნვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. მისი თქმით, საქართველოსთვის აზერბაიჯანი ძირითად სავაჭრო პარტნიორების სამეულშია. ამავე დროს იზრდება საქონლის ნომენკლატურა როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს მხრიდან.

შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით უახლოეს მომავალში ქართულ-აზერბაიჯანული ბიზნესფორუმი ჩატარდება, რაც ორი ქვეყნის ბიზნესსექტორებს ერთმანეთთან უშუალო კონტაქტის და ახალი ენერგეტიკული პროექტების განხორცილების შესაძლებლობას მისცემს, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების კუთხით. საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით, აზერბიჯანს აქვს დიდი გამოცდილება თბოენერგეტიკის განვითარების კუთხით.

რაც შეეხება ერთობლივ პროექტებს, ნათია თურნავას განცხადებით, აზერბაიჯანული კაპიტალით შექმნილი კომპანიები წარმატებით საქმიანობენ საქართველოში, ხოლო ქართული კაპიტალით შექმნილი - აზერბაიჯანში. „ბიზნესს აქვს თანამშრომლობის ტრადიცია. ჩვენი ორი სამინისტროს ამოცანაა, შევქმნათ მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო საიმისოდ, რომ ეს თანამშრომლობა განვითარდეს“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავისი კოლეგა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა