logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გიორგი ცუცქირიძე: მამუკა ხაზარაძე არც მალავს, რომ ანაკლიის პროექტს, ეკონომიკური დასაბუთების კუთხით სერიოზული პრობლემები აქვს
გიორგი ცუცქირიძე: მამუკა ხაზარაძე არც მალავს, რომ ანაკლიის პროექტს, ეკონომიკური დასაბუთების კუთხით სერიოზული პრობლემები აქვს
15:32 16.09.2019
ეკონომიკის ექსპერტის, გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ანაკლიის პროექტს , ეკონომიკური დასაბუთების კუთხით, სერიოზული პრობლემები აქვს.
მისივე თქმით, ანაკლიის პროექტი არის წმინდა კომერციული პროექტი და მამუკა ხაზარაძის მხრიდან ამ პროექტის "სახელმწიფო მნიშვნელობაზე" მინიშნებაც კი წმინდა წყლის პოლიტიკურ სპეკულაციას წარმოადგენს.

"ანაკლიის პროექტის ირგვლივ, ძალიან საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა ბიზნესმენმა და უკვე პოლიტიკაში ოფიციალურად შესულმა, საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. ის არც მალავს, რომ ანაკლიის პროექტს, ეკონომიკური დასაბუთების კუთხით სერიოზული პრობლემები აქვს. მამუკა ხაზარაძე პირდაპირ აცხადებს, რომ პროექტი "ეკონომიკურად მართლაც გაუმართლებელი რომ იყოს, აფხაზეთის გვერდზე ამხელა ინფრასტრუქტურის აშენებას სახელმწიფო მნიშვნელობა რომ აქვს, დიდი დაფიქრება არ სჭირდებაო".

არადა, ანაკლიის პროექტი მისი სატენდერო პირობებიდან გამომდინარე, არის წმინდა კომერციული პროექტი, კერძო ინვესტორების მონაწილეობით. ნებისმიერი, საინვესტიციო პროექტს პირველ რიგში აქვს მისი ღირებულება, რაც დგინდება როგორც საინვესტიციო თანხების ოდენობით, ასევე თავად ამ პროექტის უკუგების თვალსაზრისითაც. ეს არის მრავალმილიონიანი საინვესტიციო პროექტი, რომლის აშენების შედეგად პორტი, უნდა მოემსახუროს ტვირთებს, რომელიც იმოძრავებს ევროპასა და აზიას შორის. ხოლო პროექტის მარკეტინგული ნაწილი უნდა ასახავდეს მის კონკურენტუნარიანობას სხვა ალტერნატიულ დერეფნებთან შედარებით. შესაბამისად, მარკეტინგულ ნაწილში უნდა ყოფილიყო დეტალური დასაბუთება, თუ რა მიმართულებით და რომელი ბაზრებიდან მოხდებოდა საჭირო რაოდენობის ტვირთბრუნვის უზრუნველყოფა, გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად, რაც ამ განცხადებიდანაც დასტურდება, რომ კონსორციუმს უბრალოდ არა აქვს.

აქედან გამომდინარე, მისი ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ანაკლიის კონსორციუმს პრობლემები ინვესტორების მოზიდვასთან დაკავშირებით, სწორედ ამ ეკონომიკური ფაქტორის გამო ჰქონდა და არა სახელმწიფოს მხრიდან ხელისშეშლის გამო, როგორც ამას უკვე პოლიტიკოსი ხაზარაძე აცხადებს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ანაკლიის თემა რეალურად ჯოკერად გამოყენების მცდელობა უფრო იყო, როგორც ხელისუფლებასთან ვაჭრობის და შანტაჟის, იმ 17 მილიონიანი ბრალდების გადასაფარად, რასაც პროკურატურა ედავება უკანონო შენოსავლების ლეგალიზების კუთხით.

ამ პროექტის "სახელმწიფო მნიშვნელობაზე" მინიშნებაც კი წმინდა წყლის პოლიტიკურ სპეკულაციას წარმოადგენს. რადგან, სახელმწიფოს არც ერთ ეტაპზე ეჭქვეშ არ დაუყენებია ამ პროექტის მნიშვნელობა. პირიქით, სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება პორტთან მისასვლელი სარკინიგზო თუ სახმელეთო ინფრასტრუქტურის დროზე დასასრულებლად და პორტის ასაშენებლად"-განაცხადა ცუცქირიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა