logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შოთა გულბანი: ფრეიზერის ინდექსში საქართველოს პოზიციონირება ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი ქვეყნების გვერდიგვერდ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან ფულის დაბანდება არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მსოფლიოში
შოთა გულბანი: ფრეიზერის ინდექსში საქართველოს პოზიციონირება ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი ქვეყნების გვერდიგვერდ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან ფულის დაბანდება არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მსოფლიოში
15:24 12.09.2019
„ჩვენთან ფულის დაბანდება არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მსოფლიოში“ - ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველო მართლაც მიმზიდველი გარემოა, არამარტო ფრეიზერის ინსტიტუტის ინდექსით დასტურდება, არამედ ამას მოწმობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ექსპერტების მიერ გაკეთებული შეფასებები:

„კარგი ამბავი. ფრეიზერის ინსტიტუტის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ერთი ადგილით წინ წავიწიეთ და მსოფლიოს 162 ქვეყანას შორის მე-12 ადგილზე გავედით. ამ ინდექსში საქართველოს პოზიციონირება ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი ქვეყნების გვერდიგვერდ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან ფულის დაბანდება არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მსოფლიოში და რეგიონში უპირობო ლიდერი.

ცნობისთვის ამავე ანგარიშში რუსეთი 85-ე ადგილზეა, თურქეთი 95-ე, აზერბაიჯანი 116-ე, სომხეთი 27-ე, ხოლო უკრაინა 135-ე. კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ფასდება ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ქვეყნის პროგრესი, არის: მთავრობის ზომა, სამართლებრივი სისტემა და საკუთრების უფლება, მყარი ფული, თავისუფლება საერთაშორისო ვაჭრობაში და რეგულაციები. აქედან 4 მათგანში წინსვლა გვაქვს, ხოლო ერთში უკუსვლა და ეს არის მყარი ფული, რაშიც იგულისხმება ფულის მასის ზრდა, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრა, ინფლაციის დონე და უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშების ფლობის თავისუფლება.

რატომ არის ამ და სხვა გლობალურ მოხსენებებში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება მნიშნელოვანი? იმიტომ, რომ ის ერთგვარი სახელმძღვანელო დოკუმენტია ინვესტორისთვის, როცა ის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მისთვის მიმზიდველ გარემოს ეძებს ფულის დასაბანდებლად. ხოლო ის ფაქტი, რომ საქართველო მართლაც მიმზიდველი გარემოა, არამარტო ფრეიზერის ინსტიტუტის ინდექსით დასტურდება, არამედ ამას მოწმობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) ექსპერტების მიერ გაკეთებული შეფასებები, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები უზრუნველყოფს საქართველოს მაღალ საინვესტიციო მიმზიდველობას.

კერძოდ, როგორც OECD-ის ექსპერტები აცხადებენ, ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებაში მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება“, - წერს შოთა გულბანი სოციალურ ქსელში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა