logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
OECD - საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა
OECD - საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა
13:49 12.09.2019
საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა, - ამის შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადეს.

შეხვედრაში ქართული მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, ასევე სხვა სახელწიფო უწყებები, ბიზნესასოციაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე OECD–ის ექსპერტებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების ფარგლებში მიღებული პირველადი მიგნებები. აღნიშნული მიგნებების მიხედვით, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დინამიური ეკონომიკური რეფორმების შედეგად შექმნილი საინვესტიციო გარემო დადებითად არის შეფასებული. OECD–ის წარმომადგენლების განცხადებით, ის უზრუნველყოფს საქართველოს მაღალ საინვესტიციო მიმზიდველობას საერთაშორისო დონეზე და მას უდავო ლიდერად წარმოაჩენს რეგიონში.

„ის, რაც OECD –ის წინასწარ ანგარიშში იყო წარმოდგენილი, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ უსვამს ხაზს მთავრობის მიერ არჩეულ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, იმ რეფორმების მიმდინარეობას, რომელიც ეფექტიანად ხორციელდება და ფართოდ უღებს კარს საერთაშორისო კომპანიებს, რომ მათ წარმატებით განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ ალავიძემ.

მისი თქმით, ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასება, როგორიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაა, არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იმის პოზიციონირებისთვის, თუ რამდენად მიმზიდველი და საინტერესოა ქვეყანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის.

„მათ მიერ გაჟღერდა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, მათ შორის, ხაზგასასმელია შეფასება, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება. შეხვედრაზე ასევე მივიღეთ კარგი რეკომენდაციები იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი მოკლე და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა და ღირსეულად წარვდგეთ OECD–ის მიერ, მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველოში დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმზე „OECD–ის ევრაზიის კვირეული - 2020“, - აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.

უწყების ცნობით, „OECD ევრაზიის კვირეული - 2020“ (OECD Eurasia week 2020) 2020 წლის მარტში გაიმართება.

„ამ მასშტაბის ღონისძიების საქართველოში ჩატარება, თავის მხრივ, უპრეცენდენტო შემთხვევაა აღმოსავლეთ პარტნიორობასა და სამხრეთ კავკასიაში ასეთი საერთაშორისო ფორუმის ჩატარების კუთხით. აღნიშნული კვირეული წარმოადგენს მაღალი დონის დიალოგის პლატფორმას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები, ექსპერტები, ბიზნესწრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიის წარმომადგენლები, მათ შორის OECD-ის წევრი ქვეყნებიდან, OECD-ის ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამის წევრი ქვეყნებისა და ასევე, საერთაშორისო განვითარების პარტნიორი ორგანიზაციების (EBRD, WB და სხვ.) 300-მდე წარმომადგენელი. აღნიშნულ ფორუმზე საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობისა და არსებული ბიზნესგარემოს შესახებ უფრო დეტალური და ვრცელი შეფასებები გაკეთდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა