logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გიორგი ცუცქირიძე: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალი ნაკადები მკვეთრადაა გაზრდილი, ეს მაჩვენებელი 2019 წლის ორ კვარტალშიც მაღალია და დაახლოებით მილიარდ 300 მილიონი დოლარია
გიორგი ცუცქირიძე: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალი ნაკადები მკვეთრადაა გაზრდილი, ეს მაჩვენებელი 2019 წლის ორ კვარტალშიც მაღალია და დაახლოებით მილიარდ 300 მილიონი დოლარია
12:20 09.09.2019
ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

"მინდა გამოვეხმაურო ინვესტიციების თემას:

საქსტატის მონაცემებით 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გარკვეულწილად შემცირდა. მაგრამ, ფაქტია, წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზომება არა უბრალოდ, შემომავალი ნაკადებით, არამედ შემომავალი და გამავალი ანუ ინვესტორთათვის ვალდებულებების შემცირების პარამეტრებს შორის სხვაობით. აღსანიშნავია,რომ 2012 წლის შემდეგ, საქართველო გადავიდა საგარეო ვალებულებების დაფარვის აქტიურ ფაზაში, როგორც სახელმწიფო ისე კერძო სექტორის მხრიდან. თავის მხრივ, ინვესტორების მიერ ვალდებულებების დაფარვა გარკვეუწილად ამცირებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლს. ბუნებრივია,სახელმწიფოს არ შეუძლია შეზღუდოს უცხოელ ინვესტორების მხრიდან ვალდებულებების შემცირების პროცესი. მისი ამოცანა ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაა.
შესაბამისად, თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალი ნაკადებით შევაფასებთ, იგი მკვეთრადაა გაზრდილი. ეს მაჩვენებელი 2019 წლის ორ კვარტალშიც მაღალია და დაახლოებით მილირდ 300 მილიონი დოლარია, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა საინვესტიციოდ ძალიან მიმზიდველია და აქტიურად მიმდინარებს ინვესტირება სხვადასხვა სფეროებში. საბოლოო ჯამში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახალი მთავრობის დამტკიცებით და გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილი შედეგზე ორიენტირებული სამთავრობო პროგრამის განხორციელებით, წლის ბოლოსთვის, ტენდეცია უკეთესობისკენ შეიცვლება და მაღალი იქნება როგორც შემომავალი ნაკადების, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი.
ჩვენთან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა დაიწყო 2014 წლიდან და შესაბამისად ბოლო ხუთ წელიწადში გაიზარდა მისი პროცენტული თანაფარდობა მშპ-სთანაც. ბოლო წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წელს იყო, როდესაც ინვეტიციების მოცულობამ 1 894,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, თუ 2014 წელს პუი-ს თანაფარდობა მშპ-სთან- 6.4 %-ს შეადგენდა, ეს ინდიკატორი 2015 წელს გაიზარდა 11.7 %-მდე, ხოლო 2017 წელს -12 %, რაც საკმაოდ მაღალი, მე-12 პოზიცია იყო საერთაშორისო რეიტინგშიც.
მართალია, 2018 წელს ინვესტიციების მოცულობა(2018 წელს ქვეყანაში შემოსული ინვესტიციებმა 1 232,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა) და შესაბამისად, მისი მშპ-სთან თანაფარდობის მაჩვენებელი შემცირდა 7.6 %-მდე, მაგრამ 2014-2017 წლების საშუალო მაჩვენებელი 11 %-ის ფარგლებში იყო, მოუხედავად იმისა, რომ დღეს საერთაშორისო, საინვესტიციო ფონი არ არის ოპტიმისტური. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2018 წლის მიხედვით პუი-ს ფარდობა მშპ-სთან საშუალო მსოფლიო დონე ისტორიულ მინუმზეც კი იყო დასული-1.38 %, რაც გაცილებით დაბალია წინა წლებთან შედარებით. შემთხვევითი არც ის იყო, რომ საქართველოში შარშან ამ მაჩვენებელმა 7.3 % შეადგინა, მაშინ როდესაც თუნდაც 2017 წელს, შედარებით უკეთესი საინვესტიციო ფონისას(2016-2017 წლის მიხედვით, საშუალო მსოფლიო მაჩვენებელი 4.59 %-ს შეადგენდა)-12. 3 % იყო;
როგორც ვხედავთ, მიუხედავად გასულ წელს საინვესტიციო ნაკადების შედარებით შემცირებისა, რაც ზოგადად დამახასიათებელია სინვესტიციო ციკლებისთვის, საქართველოს ბოლო წლებში აქვს პუი-ს ინდიკატორის ერთ–ერთი ყველაზე მაღალი და რაც მთავარია სტაბილური მაჩვენებელი, რაც საუკეთესოა როგორც რეგიონის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეზე"-აცხადებს ექსპერტი.

https://www.facebook.com/giorgi.tsutskiridze.1/posts/3001846403190932

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა