logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, წარმატებით შევასრულოთ ყველა დაპირება და მოსახლეობას შედეგი ძალიან მალე დავანახოთ
ნათია თურნავა: ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, წარმატებით შევასრულოთ ყველა დაპირება და მოსახლეობას შედეგი ძალიან მალე დავანახოთ
09:50 09.09.2019
„პირველ რიგში, როგორც ეს იყო ნათქვამი ბატონი გიორგის მიერ, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, წარმატებით და დროულად დავასრულოთ ყველა ის პროგრამა, რომელიც დაწყებულია, შევასრულოთ ყველა დაპირება და მოსახლეობას შედეგი ძალიან მალე დავანახოთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან კომენტარისას, რომელიც მან საქართველოს პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტს ნდობის გამოცხადებისთვის. „ჩვენ ვართ ძალიან ძლიერი, პროფესიონალი, ენერგიული, შედეგზე ორიენტირებული გუნდი და გვყავს ასეთივე ძლიერი და შედეგზე ორიენტირებული პრემიერ-მინისტრი. ჩვენ ძალიან მალე დავდებთ ხელშესახებ შედეგს მოსახლეობისთვის. რაც შეეხება ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებს, ჩვენი პროგრამის მიხედვით, მთავარი გამოწვევებია სიღარიბის დამარცხება და ქართული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. მეტი სამუშაო ადგილი, მეტი დასაქმება - ეს არის ის, რაც სჭირდება ქართველ ხალხს, განსაკუთრებით რეგიონებში და ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, ასევე გავაგრძელებთ უკვე დაწყებულ პროგრამებს. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მათ, რომლებიც ორიენტირებულია რეგიონებში დასაქმების, ბიზნესის ხელშეწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

დღეს საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა. გიორგი გახარიას მიერ პარლამენტისთვის წარდგენილმა მინისტრთა კაბინეტმა და სამთავრობო პროგრამამ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა