logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, ძლიერი, მყარად მდგარი და პროგნოზირებადი მომავლით - ეს არის ჩვენი მიზანი
გიორგი გახარია: ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, ძლიერი, მყარად მდგარი და პროგნოზირებადი მომავლით - ეს არის ჩვენი მიზანი
14:14 08.09.2019
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ბიზნესის ხელშეწყობასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის პროგნოზირებადობა, ხოლო ხარჯების ნაწილში სადაც იქნება ამის შესაძლებლობა, ხარჯებს მაქსიმალურად შეამცირებს.

„ბიზნესგარემოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი არის პროგნოზირებადობა და ჩვენ ეს უნდა უზრუნველვყოთ. ორი თემაა: პროგნოზირებადი ბიზნესგარემო და გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება ეკონომიკაში. ბიზნესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, უნდა იყოს განხილული, როგორც მინიმუმ ბიზნესთან. ეს ასე იქნება, თუ აქ გვქონდა რაიმე ჩავარდნები, ამას გამოვასწორებთ. მე არ მგონია, რომ აქ იყო რაღაც სერიოზული, თუმცა ეს კომუნიკაცია იქნება ძალიან სწრაფი და ეფექტური. ბიზნესგარემო არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. აქ დაისვა შეკითხვა, რომ დასაქმება 51% რომ არის, სახელმწიფო ხომ არ არისო - შეიძლება ასეც იყოს, თუმცა, სოციალური თვალსაზრისით, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა ასევე, ხაზგასმით უნდა ავხსნათ, რომ ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, ძლიერი, მყარად მდგარი და პროგნოზირებადი მომავლით, ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მიზანს ძალიან პრაგმატული აზრი აქვს, რომ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა, მაშინ როდესაც ბიზნესთან ერთად გავაძლიერებთ ჩვენს ეკონომიკას, გადავიტანოთ ნელ-ნელა ბიზნესზე. ეს არის ის მარტივი მოდელი, რომლითაც ყველა განვითარებული ევროპული ქვეყანა მივიდა იქ, სადაც მივიდა. სადაც სოციალური გარანტიები და ამ სოციალური გარანტიის ძირითადი კომპონენტები, არის ბიზნესზე, კერძო სექტორზე და კიდევ სხვა მრავალი ინსტიტუტები არსებობს, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანაში არ მუშაობს, მაგრამ უნდა ავამუშაოთ.

ეკონომიკის ნაწილი, როგორც ხარჯების ოპტიმიზაცია - ამ ნაწილში, მე როგორც მახსოვს „მშპ“-სთან შედარებით 4% გვაქვს, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელია, თუმცა, ესეც არაფერს არ ნიშნავს. თუ ვამბობთ, რომ ჩვენი პრინციპი უნდა იყოს მცირე მთავრობა, რა თქმა უნდა, ხარჯების ნაწილში, იქ სადაც ოპტიმიზირება შესაძლებელია და მარტივად რომ ვთქვათ, მანქანები, ავეჯი და ა.შ. იყო ერთი პერიოდი ჩვენი მთავრობის პირობებში, როდესაც დეტალურად გავდიოდით ამას ყველაფერს, იგივეს გავაკეთებთ. იქ სადაც იქნება ამის შესაძლებლობა, ამ ხარჯებს მაქსიმალურად შევამცირებთ, თუმცა, იმის იმედიც არ უნდა გვქონდეს, რომ ამას რაღაცა დიდი მაკროეკონომიკური ეფექტი ექნება, არ ექნება, მაგრამ ამას ექნება, უფრო მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, დისციპლინობის პრინციპი. დღეს ბიუროკრატიისთვის, დისციპლინა არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი.“-განაცხადა გიორგი გახარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა