logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ბიზნესთან დიალოგის ფარგლებში შემოსავლების სამსახურის უფროსმა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს საგადასახადო სფეროში დაგეგმილი ინიციატივები გააცნო
ბიზნესთან დიალოგის ფარგლებში შემოსავლების სამსახურის უფროსმა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს საგადასახადო სფეროში დაგეგმილი ინიციატივები გააცნო
13:33 06.09.2019
2019 წლის 5 სექტემბერს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლაშქარაძემ და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გააცნო მთავრობის ინიციატივა, რომელიც 2020 წლის 1 იანვრიდან დამატებული ღირებულის გადასახადით დაბეგვრის ახალ რეგულაციებს შეეხება. ვახტანგ ლაშქარაძემ, ასევე ისაუბრა უწყებაში არსებულ სიახლეებზე, დაგეგმილ რეფორმებსა და პროექტებზე.

,,აღნიშნული პროექტის განხორციელება, ხელს შეუწყობს გადასახადის გადამხდელების მხრიდან დეკლარირების პროცესის გამარტივებას, შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბაზების დახვეწას, დეკლარირების პროცესში ტექნიკური შეცდომების შემცირებას, შემოსავლების სამსახურის და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის ეფექტიანობის ზრდას” - განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.

შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაიგეგმა თემატური შეხვედრა დამატებული ღირებულის გადასახადით დაბეგვრის ახალი რეგულაციების შესახებ, რომელიც მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში ჩატარდება.

სამუშაო შეხვედრას 10 ბიზნესასოციაციის, კერძოდ: საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Georgia), საქართველო–ევროპის ბიზნეს საბჭოს (EUGBC), ევროპული ბიზნესასოციაციის (EBA Georgia), გადასახადის გადამხდელთა კავშირის, ასოციაცია ქალები მომავლისთვის, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა