სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" 2017 წლის აგვისტოს თვის
მონაცემებით დღემდე, პროექტების რიცხვი 225-ით არის გაზრდილი.
დღეის მდგომარეობით, პროგრამის პორტფელში 521 პროექტი ირიცხება, რომელთა მოსალოდნელი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,186 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ჯამურად 18,270-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც 3 სახელმწიფო სააგენტოს მიერ ხორციელდება:
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“; სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო; სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
პროგრამების შესახებ სრული სტატისტიკისთვის, იხ.ბმული.

















