logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის დაჯილდოების ცერემონიალი მისასალმებელი სიტყვით გახსნა
არჩილ თალაკვაძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის დაჯილდოების ცერემონიალი მისასალმებელი სიტყვით გახსნა
13:00 04.09.2019
"არსებობს ტოლობის ნიშანი ტექნოლოგიებს, ინოვაციებს, სტარტაპებს და ჩვენს მომავალს შორის" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის დაჯილდოების ცერემონიალზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ცერემონიალზე, სადაც პროგრამის 20 გამარჯვებული გამოვლინდა, არჩილ თალაკვაძემ სააგენტოს საქმიანობის, სტარტაპებისა და ინოვაციური პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილა.

"მნიშვნელოვანია, შევქმნათ პოზიტიური დღის წესრიგი და უკეთესი მომავალი, სადაც საქართველოს აქვს ახალი, ძლიერი და ინკლუზიური ეკონომიკა, სადაც შესაძლებლობები ხელმისაწვდომია ყველა თაობის წარმომადგენლისთვის, სადაც იდეებს, პროექტებს და ინიციატივებს აქვს გასაქანი და სივრცე, უსმენენ, აფინანსებენ და ახორციელებენ, სადაც წარმატებებს აქვს მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ საქმე, რომელსაც აკეთებს ეს სააგენტო განუზომელად მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის. საქართველოს ყოველთვის სჯეროდა, რომ მომავალი მისია. ჩვენთვის ყოველთვის ვამბობდით, რომ მომავალი ჩვენია და ამ სიტყვების უკან, თავდაჯერებულობასთან, ტრადიციებთან, ისტორიასა და კულტურასთან ერთად დგას ის, რასაც თქვენ აკეთებთ - ექსპერიმენტები, იდეების შეჯიბრი, რწმენა, რომ სწორედ თქვენი იდეები და ინიციატივები უნდა განხორციელდეს" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ახალი პოლიტიკური კლასისა და საჯარო მოხელეთა ახალი თაობის ჩამოყალიბებასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ბიზნესის ახალი თაობის ჩამოყალიბება, რომელიც სწორედ ექსპერიმენტების, ინოვაციური პროექტებისა და სტარტაპების წარმოების პროცესში იბადება.

არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა იმ ნაბიჯების შესახებაც, რომელსაც სახელმწიფო თაობებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნისთვის დგამს. მისი განმარტებით, მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მშპ-ს 6% -ის განათლების სფეროში ინვესტირება. როგორც სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინოვაციების მხარდაჭერა მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტია.

სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ საერთაშორისო პარტნიორების განსაკუთრებულ კონტრიბუციაზე გაამახვილა ყურადღება და ხელისუფლების სახელით, მადლობა გადაუხადა. მისი შეფასებით, დღეს, როდესაც საქართველო მსოფლიო ბაზრებზე ახდენს ინტეგრაციას, სადაც პროდუქტებსა და სერვისებს შორის მაღალი კონკურენციაა, განსაკუთრებული მნიშვნელობა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას და პროცესში მათ მონაწილეობას ენიჭება.

"საქართველოს მტკიცე და პრინციპული არჩევანია, დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში, სადაც სწორედ ინოვაციების და განვითარების, თანაბარი შესაძლებლობების, ახალგაზრდული პოლიტიკის და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რომ თქვენს ძვირფას დროს ხარჯავთ საქართველოში, რომელსაც ნამდვილად აქვს დიდი პოტენციალი. მჯერა, რომ ერთად ვქმნით მომენტს, როდესაც საქართველო მომავალში შეძლებს, რომ უკვე თავად გახდეს იმ იდეების, პროგრესის მატარებელი და გამავრცელებელი, რომელსაც თქვენ გვიზიარებთ" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ გამარჯვებულ სტარტაპერებს კიდევ ერთხელ მიულოცა და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა. არჩილ თალაკვაძის თქმით, „ეს არის თაობა, რომელიც საუკეთესოა".
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა