logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ცუცქირიძე ფადი ასლის მიმართვაზე: ამ ბრალდებითი ნარატივით მთელი ქართული ოპოზიციური სპექტრიც კი უკან ჩამოიტოვა
გიორგი ცუცქირიძე ფადი ასლის მიმართვაზე: ამ ბრალდებითი ნარატივით მთელი ქართული ოპოზიციური სპექტრიც კი უკან ჩამოიტოვა
16:47 22.08.2019
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის ფადი ასლის ღია წერილ-მიმართვას ბიძინა ივანიშვილისადმი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ქართულ მედიაში გავრცელდა საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის ფადი ასლის ახალი ღია წერილი-მიმართვა ბიძინა ივანიშვილისადმი. წერილში უხვად არის გამოყენებული ზედსართავი სახელები აღმატებითი ხარისხის ნეგატიური ფორმით, ასე ვთქვათ სიტუაციის მეტი დრამატიზებისათვის...თორემ, ამ ქვეყნის „მოყვარულ და პატრიოტ“ ფადის ამ ეპისტოლარული ჟანრის წერილის დაწერის ნაცვლად, აქ ყოფნის 23 წლის მანძილზე, ქართულად საუბარი ნამდვილად არ აწყენდა.

გარდა იმისა, რომ წერილი თავისი შინაარსით არის შეურაცხმყოფელი ქართული ბიზნესის (ის ერთადერთი ხედავდა და ხედავს თუ რა ხდება ჩვენს თავს) და ზოგადად ქართული სახელმწიფოს მიმართ, არც იმსახურებს რაიმე ზედმეტ კომენტარებს. ამაზე საკუთარი პოზიცია და პასუხი უფრო უპრიანია ბიზნესასოციაციებმა გასცენ, რომ არა ბრალდებების ვექტორი: მოკლედ, რომ აღარ გავაგრძელო, ამ ბრალდებითი ნარატივით მთელი ქართული ოპოსპექტრიც კი უკან ჩამოიტოვა! ამ ამბავში მთავარი კი ისაა, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თურმე ოცნების მოხელეები ცდილობენ ბიზნესები წაართვან კეთილსინდისიერ მფლობელებს და მსხვილი კომპანიების წილი მიითვისონ, ხოლო უცხოური პირდაპირი ინვესტიციები კი ისე შემცირდა, 2006 წლის დონეზე დავიდაო???

როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ და მას გასულ წლებს ვადარებთ, მისი ზეგავლენა ეკონომიკაზე არა ცალკეული წლის, არამედ ჯამური ეფექტით უნდა შეფასდეს. აღნიშნული მონაცემების ზერელე ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე საქართველოში უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ვიდრე თუნდაც„ ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9 წლიან პერიოდში. 2004-2012 წლებში 9 მლრდ 171 მლნ ინვესტიცია შემოვიდა, 2013-2018 პერიოდში კი 9 მილიარდ 483 მლნ. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 5 წელიწადში 312.6 მლნ-ით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიზიდა, ვიდრე წინა ხელისუფლებამ თავისი მმართველობის 9 წლიან პერიოდში.

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა დაიწყო 2014 წლიდან და შესაბამისად ბოლო ხუთ წელიწადში გაიზარდა მისი პროცენტული თანაფარდობა მშპ-სთანაც. თუ 2014 წელს პუი-ს თანაფარდობა მშპ-სთან- 6.4 %-ს შეადგენდა, ეს ინდიკატორი 2015 წელს გაიზარდა 11.7 %-მდე, ხოლო 2017 წელს -12 %, რაც საკმაოდ მაღალი, მე-12 პოზიცია იყო საერთაშორისო რეიტინგში.
ბოლო წლებში საქართველოს აქვს პუი-ს ინდიკატორის ერთ–ერთი ყველაზე მაღალი და რაც მთავარია სტაბილური მაჩვენებელი, რაც საუკეთესოა როგორც რეგიონის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიის სახელმწიფოებთან მიმართებითაც. გარდა ამისა, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს აქვთ ცვლილებების საკმაოდ მაღალი მერყეობა, ერთ წელს შეიძლება იყოს მაღალი, ხოლო უკვე მომდევნო წელს მნიშვნელოვნად შემცირდეს; მეტი თვალსაჩინოებისათვის:

ირლანდიაში 2014-2015 წლებში იყო პუი-ს ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი, როდესაც ეს ინდიკატორი გაიზარდა 33.6 % დან (მე-3 პოზიცია საერთაშორისო რეიტინგში) სარეკორდო 80 %-მდე, რაც პირველი მაჩვენებელი იყო მთელ მსოფლიოში. მაგრამ, შემდეგ ამ ინდიკატორმა დაიწყო მკვეთრი შემცირება და უკვე 2017 წელს უკვე უარყოფით ნიშნულზეც კი დავიდა -1.42 %. შესაბამისად, პირველი პოზიციიდან 169 ადგილზე დაქვეითდა. ნიშანდობლივია, რომ ამ პერიოდში ირლანდიაში არანაირი პოლიტიკური კლიმატის ზეგავლენა არ ყოფილა!

კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენის განცხადებით კი საქართველო EBRD-ის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე სტაბილური პარტნიორია. აქ აღარ გავაგრძელებ ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების-საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და წამყვანი სარეიტინგო კომპანიების პოზიტიურ შეფასებებს ქართულ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გრძელვადიანი პროგნოზით კი, ჩვენ 2019-2023 წლებში გვექნება რეგიონში ყველაზე მაღალი 5.1 %-იანი ზრდა; სად ჩანს აქ სანდო ქვეყნის რეპუტაციის დაკარგვა? მით უმეტეს არასტაბილურობა და კრიმინალის მაღალი დონე?

ისე საინტერესოა, მიმდინარე წელს „საქართველოს ბანკის“ მიერ 100 მლნ დოლარის უვადო სუბორდინირებული დამატებითი პირველადი კაპიტალის ობლიგაციების გამოშვებაზე განაცხადი, ან თუნდაც წამყვანი ევროპული ბრენდის ირლანდიური ავიაკომპანია „რაინეარის“ (Ryanair) ქართულ ბაზარზე შემოსვლა, შემთხვევით ინვესტორების მხრიდან ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის ნდობაზე ხომ არ მიუთითებს?!.

როგორც ჩანს, მას ასეთი მძიმე პასაჟებით სურს ქვეყანაში მძიმე საინვესტიციო ფონის დახატვა, ბრალდებებიც ამავე კონტექსტში ყავს ჩასმული და ახლა უკვე რჩევებსაც იძლევა- „უფრო მეტი ისტორიის წიგნი წაიკითხეთ, რათა თავად აღმოაჩინოთ, თუ როგორ სრულდება დიქტატორების რეჟიმებიო“!.

სწორედ ფადის ამ წერილის ნარატივია ცილისწამების, არაობიექტურობის და გნებავთ შანტაჟის კლასიკური ნიმუში, რასაც ის ქართული საზოგადოების მიმართ აკეთებს!!! აქვე მსურს მივმართო ქვეყნის სხვა ბიზნესასოციაციებს: პირველ რიგში საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და საბანკო ასოციაციას, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია! ნუ იქნებით სირაქლემას პოზაში, ფადი ასლის გამოხტომებს პასუხი ერთხელ და სამუდამოდ მართლა უნდა გაეცეს!“ - წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა