logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რომან კაკულია Fitch-ის რეიტინგზე: საერთაშორისო საზოგადოების თვალში ჩანს, რომ საერთაშორისო თამაშის წესებს საქართველოში პატივს სცემენ და მათ გაუმჯობესებაზე ფიქრობენ
რომან კაკულია Fitch-ის რეიტინგზე: საერთაშორისო საზოგადოების თვალში ჩანს, რომ საერთაშორისო თამაშის წესებს საქართველოში პატივს სცემენ და მათ გაუმჯობესებაზე ფიქრობენ
09:57 18.08.2019
„ფიტჩის“ მიერ საქართველოსთვის რეიტინგის შენარჩუნება მიუთითებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების თვალში ჩანს, რომ საერთაშორისო თამაშის წესებს ამ ქვეყანაში პატივს სცემენ და მათ გაუმჯობესებაზე ფიქრობენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს თავისთავად, პოზიტიური მოვლენაა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მიზანია რეიტინგის ზრდა, რეიტინგის შენარჩუნება ნიშნავს, რომ საერთაშორიო საზოგადოების თვალში ჩანს, რომ საერთაშორისო თამაშის წესებს ამ ქვეყანაში პატივს სცემენ და მათ გაუმჯობესებაზე ფიქრობენ. ეს თავისთავად პოზიტიური მოვლენაა. თუმცა თუ პირდაპირ კავშირზე ვისაუბრებთ, თითოეული შეჭირვებული პრობლემების მქონე ადამიანის კავშირზე ამ რეიტინგებთან, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ წვდომაში არ არის. აქვე უნდა დავამატო, მსგავს რეიტინგებს აზრი აქვს იმ ქვეყანაში, სადაც რეგიონების დონეზე, განსაკუთრებით ფინანსებისადმი ხელმისაწვდომობისა და მცირე ინიციატივების ბიზნესად ქცევის საქმეში, არსებობს განსაკუთრებული და კონკრეტული ქმედებები, რომლებიც ერთობლიობაში „ფიტჩის“ რეიტინგებთან ერთად, ერთი მხრივ ინვესტორებისთვის, ასევე ბიზნესში სამომავლოდ ჩართვის პესპექტივისთვის კარგ გარემოს ქმნის“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, რომან კაკულიას შეფასებით, ყველა რეიტინგი აზრს კარგავს პოლიტიკური არასტაბილურობის შემთხვევაში.

„ფიტჩის“ ეს რეიტინგიც კი აზრს კარგავს, თუ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური არასტაბილურობა, საგარეო მოცემულობაში გამოწვევები. „ფიტჩის“ რეიტინგს აზრი აქვს იმ ქვეყნებისთვის, სადაც პოლიტიკური სტაბილურობისა და საგარეო მოცემულობაში სტაბილურობის საკითხი არ დგას. ამიტომ ეს არის ძალან წინააღმდეგობრივი. ერთი მხრივ, უნდა განვაცხადოთ, რომ ეს რეიტინგები გაიზარდოს, მაგრამ ასევე გრძელვადიანი პროგნოზირებადი გარემოს შექმნა არის აუცილებელი მოთხოვნა, დანარჩენი საზოგადოებისთვის ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვისი ყურადღების სფეროშიც გვსურს, მოვაქციოთ საქართველო“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა. ამასთან, 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მცირედით, 4.3 პროცენტამდე შეამცირა (წინა პროგნოზი – 4.6 პროცენტი).
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა