logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
“Fitch“-მა საქართველოს გაუმჯობესებული სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ძალაში დატოვა
“Fitch“-მა საქართველოს გაუმჯობესებული სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ძალაში დატოვა
12:44 17.08.2019
სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა - ინფორმაციას ეკონმიკის სამინისტრო ავრცელებს.

სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის მიერ რეიტინგის უცვლელად დატოვება რეგიონში არსებული მდგომარეობის და გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ფონზე წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე.

სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის მიხედვით, რეიტინგის ძლიერ ფაქტორებს წარმოადგენს:
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდა და 2018 წელს 7.7% (8.8%-დან 2017 წელს) შეადგინა. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2019-2021 წლებში 5.3%-მდე შემცირდება. დაგროვებითი საპენსიო სისტემა ხელს შეუწყობს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას.

წმინდა პირდაპირი უცხოური სრულად დააფინანსებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. 2019-2021 წლებში წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საშუალოდ მშპ-ს 5.9% იქნება.

საერთაშორისო რეზერვების ზრდის ტენდენცია პოზიტიურად აისახება საგარეო მოწყვლადობის შემცირებაზე. საერთაშორისო რეზერვების დონე, მოსალოდნელია, რომ 2019 წლის ბოლოს 3.7 მლრდ. დოლარს მიაღწევს.

მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის და სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს სახელმწიფო ვალის შემცირებას საშუალოვადიან პერიოდში.

მიმზიდველი ბიზნეს გარემო და მმართველობის ხარისხი წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის ძლიერ მხარეს.

საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა ასევე პოზიტიურია, რასაც ხელს უწყობს საბანკო სექტორში აქტივების ხარისხის და კაპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებლები. დოლარიზაციის შემცირების ტენდენცია გრძელდება და მაკრო-პრუდენციული რეგულაციები ხელს შეუწყობს გრძელვადიან პერიოდში დოლარიზაციის თანდათანობით შემცირებას.

სარეიტინგო კომპანია ასახელებს იმ გამოწვევებსაც, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს:
რუსეთის სანქციები ავიამიმოსვლაზე საქართველოსა და რუსეთს შორის შეზღუდავს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას. რუსეთის სანქციებისა და სამომხმარებლო საკრედიტო აქტივობის შენელების ფონზე სარეიტინგო კომპანიამ მცირედით შეამცირა 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-მდე (წინა პროგნოზი - 4.6%), თუმცა აღნიშნული აღემატება BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს (3.3%-ს). კაპიტალური ხარჯების ზრდა ხელს შეუწყობს 2020-2021 წლებში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას 4.7%-მდე.

ამასთან, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული პოლიტიკური რისკი და გაურკვევლობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გამო.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, რეიტინგის უცვლელად შენარჩუნება განპირობებულია მმართველობის მაღალი ხარისხით, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოთი და რეგიონული შოკებისადმი მდგრადობის შენარჩუნებით. ამასთან, სარეიტინგო კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა