logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრი თხილის გადამმუშავებელ საწარმოში თხილის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდნენ
პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრი თხილის გადამმუშავებელ საწარმოში თხილის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდნენ
10:03 17.08.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე თხილის გადამმუშავებელ საწარმოში „ჯეო-ნათსი“ თხილის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდნენ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების და თხილის გადარჩენის პროგრამის შედეგები შეაჯამეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სახელმწიფოს, საერთაშორისო პარტნიორების და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობით, სამი წლის განმავლობაში, შესაძლებელი გახდა აზიური ფაროსანას პოპულაციის შემცირება და თხილის მოსავლის გადარჩენა.

როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში გავრცელებული აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების შედეგად, განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დადგა მეთხილეობის დარგი და მნიშვნელოვნად დაზარალდა რეგიონის მოსახლეობა.

„აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების პარალელურად, სამინისტრომ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად შეიმუშავა „თხილის გადარჩენის პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა კომპლექსური ღონისძიებები. პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს გადავეცით შესაწამლი აპარატები, დავაფინანსეთ მათი გადამზადება და ტრენინგები. 60 სპეციალისტი, მუდმივ რეჟიმში მუშაობდა ფერმერებთან და შედეგად, მივიღეთ ბოლო წლებში, ერთ-ერთი საუკეთესო მოსავალი თხილის კულტურაში“, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას საქართველოს მხარდაჭერისთვის.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობა. აშშ-ის მთავრობა დაეხმარა საქართველოს აზიურ ფაროსანასა და სხვა მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიან განხორციელებასა და თხილის მოსავლის გადარჩენაში. ბოლო ორი წლის განმავლობაში, მავნებლებთან ბრძოლის მიზნით, USAID-მა 6.5 მილიონი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს. ამ დახმარების ნაწილი იყო ამერიკული წარმოების 45 ავტომანქანა, რომელიც აქტიურად არის ჩართული ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მეთხილე ფერმერებთან შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ელიზაბეთ რუდი, სამეგრელოს მხარის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი და საკანონმდებლო ორგანოების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრმა სტუმრებთან ერთად თხილის გადამმუშავებელი საწარმო „ჯეო-ნათსი“ დაათვალიერა.

საწარმო „ჯეო-ნათსი“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში განხორციელებული ინვესტიცია ჯამურად, 2 780 000 ლარამდეა, მათ შორის 600 000 ლარი გრანტია, ხოლო 1 214 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოს, წლის განმავლობაში 7000-10000 ტონამდე თხილის გადამუშავება და სხვადასხვა სახის პროდუქციის (მოხალული, დაქუცმაცებული, დაფქული) წარმოება შეუძლია.

პროდუქცია მთლიანად ექსპორტისთვის არის განკუთვნილი. გადამმუშავებელ საწარმოში 100 ადამიანია დასაქმებული. 2018 წელს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, საწარმოში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22:000 დაინერგა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა