logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი რეგიონების მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა სიკეთე, რამაც  განვითარების ახალი შესაძლებლობები უნდა შექმნას
ნათია თურნავა: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი რეგიონების მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა სიკეთე, რამაც განვითარების ახალი შესაძლებლობები უნდა შექმნას
18:28 16.08.2019
იმერეთის რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მთავრობის მიერ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იმერეთის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე, რომლებსაც სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნათია თურნავამ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ სოფელ რქვიაში, სკანდასა და შიმშილაქედში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

ეკონომიკის მინისტრმა მოსახლეობისგან მოისმინა იმ საჭიროებების შესახებ, რომელთა მოგვარებაც ადგილობრივ მცხოვრებლებს უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიაჩნიათ. ნათია თურნავამ მათ დეტალურად გააცნო ის გეგმები, რომლებიც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს, განსაკუთრებით რეგიონების სწრაფი განვითარებისთვის. ასეთ მიმართულებებს შორის ეკონომიკის მინისტრმა, პირველ რიგში, დაასახელა გაზიფიცირების მასშტაბური პროგრამა, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს და შედეგად, მხოლოდ იმერეთის რეგიონში წელს ხუთი ათასზე მეტ ოჯახს ბუნებრივი აირი ექნება.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა ის სიკეთე, რომელმაც ეკონომიკური კეთილდღეობა და განვითარების ახალი შესაძლებლობები უნდა შექმნას თქვენთვის. გაზიფიცირების გარდა, საუბარია მაღალსიჩქარიან, ოპტოკურ-ბოჭკოვან ინტერნეტიზაციაზე, რომლის ფარგლებშიც დაიფარება მთელი საქართველო და, ცხადია, იმერეთის რეგიონიც. სექტემბერში ასევე ვაცხადებთ მიკროგრანტების პროგრამას, რომელიც გაძლევთ რეალურ შანსს, თქვენი იდეა აქციოთ ბიზნესად ან გააფართოვოთ არსებული ბიზნესი“ - განაცხადა ნათია თურნავამ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

მინისტრის შეფასებით, იმერეთის რეგიონს აქვს კარგი პოტენციალი, განვითარდეს აგროტურიზმი და შეიქმნას საოჯახო სასტუმროები. „თუ აირჩევთ საქმიანობის ამ სფეროს, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დაგეხმარებათ ინფორმაციის სათანადოდ განთავსებასა და მარკეტინგში“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა