logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: ყველაზე მეტად მხარდაჭერა ტურიზმის სექტორს სჭირდება და ამ პრობლემაზე პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა მიუღებელია
პრემიერი: ყველაზე მეტად მხარდაჭერა ტურიზმის სექტორს სჭირდება და ამ პრობლემაზე პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა მიუღებელია
16:55 16.08.2019
ყველაზე მეტად მხარდაჭერა ტურიზმის სექტორს სჭირდება და მიუღებელია ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მცდელობა, პოლიტიკური ქულები დაიწერონ ამ პრობლემაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის შემოსავლების შემცირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მამუკა ბახტაძის განმარტებით, ივლისში, წინასწარი მონაცემებით, ტურიზმის სექტორში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რამდენიმე ათეული მილიონი დოლარით ნაკლები შევიდა.

“ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, ყველაზე მეტად მხარდაჭერა სწორედ ამ სექტორს სჭირდება და ბუნებრივია მიუღებელია ზოგიერთი პოლიტიკური ძალისგან მცდელობა, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ ამ პრობლემაზე. რასაც ჩვენ ვამბობდით, აღმოჩნდა სრული სიმართლე. როდესაც შენს მოქალაქეს აქვს პრობლემა, იმით კი არ უნდა იყო დაკავებული, პოლიტიკური ქულები დაიწერო ამაზე, არამედ უნდა წარმოადგინო კონკრეტული პროგრამები და ინიციატივები, როგორ დაუჭირო მხარი მოქალაქეებს. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლითაც მთავრობა ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას გეგმავს.

" ჩვენ გვაქვს მომზადებული ორი პროგრამა, რომ დავეხმაროთ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც მოღვაწეობენ ტურიზმის სექტორში. განსაკუთრებით მტკივნეულად ეს აისახა აჭარაზე. პირველი პროგრამა გულისხმობს იმ პროექტების - სასტუმროების მშენებლობის მხარდაჭერას, რომელიც მიმდინარეობდა და ამ პრობლემის გამო არსებობს რისკი, რომ შეჩერდეს. ეს მიუღებელია. არც ერთი მშენებლობა საქართველოში არ გაჩერდება. პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს და გულისხმობს სახელმწიფო გარანტიებით დახმარებას, მოგვცემს საშუალებას, ყველა მეწარმემ გააგრძელოს თავისი პროექტი და ისინი არ შეჩერდეს. ძალიან მნიშვნელოვანია მეორე პროგრამაც, რომელიც გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას. უკვე სექტემბერში იქნება ამ პროექტების პრეზენტაცია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობას ინტენსიური კომუნიკაცია აქვს მცირე და საშუალო მეწარმეებთან და სწორედ მათ მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამზადებს ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნულ პროგრამებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა