logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: საქართველოში თითქმის 6 წელიწადში უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე მანამდე 12 წლის განმავლობაში
ეკატერინე მიქაბაძე: საქართველოში თითქმის 6 წელიწადში უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე მანამდე 12 წლის განმავლობაში
15:50 15.08.2019
„2012 წლის ბოლო კვარტალიდან დღემდე საქართველოში შემოვიდა უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ვიდრე მანამდე - თითქმის 12 წლის მანძილზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ „საქსტატის“ მიერ 2018 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მონაცემის კომენტირებისას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2018 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა დაზუსტდა, რომელმაც 1 265.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის წინასწარ მონაცემს 2.7 პროცენტით აღემატება.

„2018 წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, მართალია, შემცირებულია წინა წელთან შედარებით, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, მაგრამ საქმე გვაქვს ობიექტურ ფაქტორებთან, რომლებიც ერთმანეთს დაემთხვა და არცერთი მათგანი არ უკავშირდება რაიმე ფუნდამენტური რისკის რეალიზაციას ან საინვესტიციო გარემოს გაუარესებას,“ - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ და დეტალურად განმარტა შემცირების ძირითადი მიზეზები.

მინისტრის მოადგილის თქმით, მაგისტრალური გაზსადენის პროექტი ფინალურ ეტაპზე გადავიდა, შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, შემცირდა ინვესტიციები ტრანსპორტის სექტორში. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ასევე გვაქვს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა - არარეზიდენტების მიმართ უცხოური ვალდებულებების გასტუმრება, რაც ცალსახად პოზიტიური მოვლენაა საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიმართულებით და მეორე - რამდენიმე მსხვილი საწარმო, რომელიც ადრე წარმოადგენდა არარეზიდენტების საკუთრებას, საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში გადმოსვლა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებისა და საერთაშორისო მეთოდოლოგიისა და სტანდარტების მიხედვით, არარეზიდენტებისგან მიღებული სესხების რეკლასიფიკაცია განახორციელა. „დეტალური კვლევის შედეგად იდენტიფიცირებულ იქნა ცალკეული შემთხვევები, სადაც სესხის გამცემი წარმოადგენდა არა „სხვა არარეზიდენტს“, არამედ სესხის მიმღებ კომპანიასთან დაკავშირებულ სუბიექტს. ამგვარი სესხი კი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას წარმოადგენს. შედეგად, 2007-2018 წლების პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები გაიზარდა,“ - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა